სამშაბათი, მარტი 18, 2025
მთავარიUncategorizedმეცნიერებმა იმუნური სისტემის ახალი ნაწილი აღმოაჩინეს, რომელსაც ბუნებრივი ანტიბიოტიკების ნამდვილი საბადო უწოდეს

მეცნიერებმა იმუნური სისტემის ახალი ნაწილი აღმოაჩინეს, რომელსაც ბუნებრივი ანტიბიოტიკების ნამდვილი საბადო უწოდეს

მეცნიერებმა იმუნური სისტემის ახალი ნაწილი აღმოაჩინეს. მათი თქმით, ის ბუნებრივი ანტიბიოტიკების ნამდვილი საბადოა, – წერს BBC-ი.

მეცნიერებმა განმარტეს, რომ ორგანიზმის ნაწილს, რომელიც ცილების გადამუშავებაზეა პასუხისმგებელი, საიდუმლო რეჟიმი გააჩნია. მას ქიმიკატების მთელი არსენალის გამოსროლა და ბაქტერიების განადგურება შეუძლია.

ებრაელი მეცნიერების აზრით, ეს მიგნება ცვლის აქამდე არსებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ არის დაცული ორგანიზმი ინფექციებისგან და ბუნებრივი ანტიბიოტიკების აღმოჩენის ახალ გზებს იძლევა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მატულობს.

კვლევა ფოკუსირდება პროტეაზომებზე – პაწაწინა სტრუქტურაზე, რომელიც ორგანიზმის ყოველ უჯრედშია. მისი მთავარი დანიშნულება ძველი ცილების პატარა ნაწილებად გახლეჩაა, რათა მოხდეს მათი გადამუშავება ახალი ცილების შესაქმნელად. კვლევამ აჩვენა, რომ პროტეაზომებს შეუძლიათ განსაზღვრონ, რომ უჯრედი დაინფიცირებულია. ის თავის სტრუქტურასა და როლს ცვლის. ძველ ცილებს იარაღად გარდაქმნის, რომელსაც ბაქტერიის გარე ფენის გარღვევა და მისი განადგურება შეუძლია.

„ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ ეს აქამდე ყოვლად ამოუცნობი პროცესი იყო. ამ პროცესის მეშვეობით ჩვენი უჯრედების შიგნით წარმოიქმნებიან მოლეკულები მიკრობების წინააღმდეგ“, – განაცხადა პროფესორმა დენიელ დევისმა.

ექიმების თქმით, ყოველ წელს მსოფლიოში მილიონ ადამიანზე მეტი იღუპება იმ ინფექციებისგან, რომლებსაც ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადობა აქვთ, ამიტომ ეს აღმოჩენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალი თაობის ანტიბიოტიკების აღმოსაჩენად.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მარტი 17, 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights