სამშაბათი, მარტი 25, 2025
მთავარიშენი ექიმიკვლევა - მაღვიძარას რომელი სიგნალი არღვევს ტვინის მუშაობას

კვლევა – მაღვიძარას რომელი სიგნალი არღვევს ტვინის მუშაობას

მაღვიძარას ხმის ტიპი ამცირებს ძილის ინერციის შედეგს, რომელიც გაღვიძებიდან რამდენიმე საათში დგება და ადამიანის აქტიურობას პოტენციურად სახიფათოდ აქვეითებს, აცხადებენ მელბურნელი (ავსტრალია) მეცნიერები.

მათი თქმით, მაღვიძარას მელოდიური ზარი ადამიანს უფრო სწრაფად აღვიძებს და ამასთან ის უფრო მხნედ გრძნობს თავს.

მკვლევრები ამ დასკვნამდე მეცნიერული ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდნენ, რომელშიც 50 ადამიანი მონაწილეობდა.

მოხალისეები სპეციალურად შემუშავებული ონლაინ-გამოკითხვის მეშვეობით აფიქსირებდნენ, როგორ გრძნობდნენ თავს მაღვიძარას ამა თუ იმ მელოდიაზე გაღვიძების შემთხვევაში – მხნედ, ბურანში თუ სხვაგვარად.

დაკვირვებებმა აჩვენა, რომ სიგნალის სიმძლავრე, ხანგრძლივობა და სხვა პარამეტრები გაღვიძების ხარისხზე გავლენას პრაქტიკულად არ ახდენდა, ხმოვანი სიგნალის ტიპი კი მნიშვნელოვნად განსაზღვრავდა ექსპერიმენტის მონაწილეების თვითშეგრძნებას.

მაგალითად, ცდის იმ მონაწილეებს, რომელთა მაღვიძარაც ხმამაღალ და მკვეთრ ბგერებს კი არ გამოსცემდა, არამედ რაიმე მელოდიას უკრავდა, იშვიათად უჭირდათ გამოფხიზლება. ამასთან, მეცნიერების თქმით, რაც უფრო მელოდიური იყო სიგნალი, მით უფრო მკვეთრად იყო გამოხატული მხნე მდგომარეობა. „ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მაღვიძარას კლასიკური, მკვეთრი წრიპინი უფრო სწრაფად და ეფექტურად გააღვიძებდა ადამიანს, მაგრამ ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მელოდიური ჟღერადობა ამ მხრივ უფრო ეფექტური იყო. ეს დიდი მოულოდნელობაა“, – განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა სტიუარტ მაკფარლეინმა. კვლევის თანაავტორის, ასოცირებული პროფესორის ადრიან დაიერის აზრით, მაღვიძარას არაბუნებრივი და მკვეთრი სიგნალები გაღვიძების მომენტში არღვევს ტვინის ნორმალურ ფუნქციონირებას, რაც ნეგატიურად აისახება ადამიანის განწყობაზე. მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ დამატებითი კვლევებით შეძლებენ დაადგინონ ისეთი მელოდია მაღვიძარასთვის, რომელიც ბევრად ხარისხიან გაღვიძებას უზრუნველყოფს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights