სამშაბათი, მარტი 25, 2025
მთავარიშენი ექიმი„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში თბილისის მერია გარკვეული საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება

„ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში თბილისის მერია გარკვეული საჭიროებების მქონე ადამიანებს წელსაც დაეხმარება

„თბილისის მერიის „ტრანსპლანტაციის პროგრამის“ ფარგლებში ღვიძლისა და ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) გადანერგვა, რა თქმა უნდა, მიმდინარე წელსაც დაფინანსდება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.

მერის თქმით, თბილისის მერია ბევრ მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით.

„აღნიშნული პროგრამები მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ არსებობენ ოჯახები და ადამიანები, რომელთაც სჭირდებათ ჩვენი მხრიდან თანადგომა და მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის შემთხვევაში, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური, გადანერგვის წინა კვლევებს, მაღალდოზირებულ ქიმიოთერაპიას, სამი სახის ტრანსპლანტაციას (აუტოლოგიური, ალოგენური, ჰაპლოიდენტური), გადანერგვის წინა და შემდგომი პერიოდის მართვას სრულად აფინანსებს.

„თბილისის მერია, ერთი პაციენტის დასაფინანსებლად, 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხას გამოყოფს. 2024 წელს 101 შემთხვევა დაფინანსდა, რისთვისაც საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში, დაახლოებით 7,5 მლნ ლარი გადაირიცხა. გასულ წელს, ასევე, დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – საქართველოში ღეროვანი უჯრედების დონორთა რეესტრის შექმნის მიზნით, ადამიანური ლეიკოციტის ანტიგენის (HLA) განსაზღვრისთვის საჭირო კვლევების დაფინანსება დაიწყო. აღნიშნული კვლევა 133 მოხალისედ დარეგისტრირებულ და პოტენციურ დონორს დაუფინანსდა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

რაც შეეხება ღვიძლის ტრანსპლანტაციას, კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნულის საჭიროების შემთხვევაში, დღეისთვის, პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება სრულად ხდება და ერთი მოქალაქისთვის 120 ათასი ლარი გამოიყოფა.

თბილისის მერის თქმით, პროგრამის დაწყებიდან – 2018 წლიდან დღემდე, საქართველოში ღვიძლის გადანერგვის 50 შემთხვევა დაფინანსდა.

„აღნიშნული პროგრამის განხორციელების შედეგად, ათეულობით ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება და შენარჩუნება მოხერხდა. მინდა, ამ ადამიანებს, პირველ რიგში, ჯანმრთელობა ვუსურვო. ყველას, ვისაც აქვს გარკვეული საჭიროებები, მუნიციპალიტეტი მზადაა, გვერდში დაგიდგეთ, დაგეხმაროთ, დავაფინანსოთ, რათა ისარგებლოთ იმ პროგრამებით, რომლებიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, 2025 წლის ბიუჯეტში „ტრანსპლანტაციის პროგრამისთვის“ 10 მლნ ლარამდეა განსაზღვრული.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

აბუ დაბის მსოფლიო კლასის მუზეუმები და გალერეები

25 March, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

სურსათის ეროვნული სააგენტო 2025 წელს პესტიციდებისა და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ყველა რეგისტრირებულ ობიექტს შეამოწმებს

25 მარტი 2025
რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

რა გავლენას ახდენს ინტერიერის დიზაინი მენტალურ ჯანმრთელობაზე

მარტი 25, 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის დღეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

წონის კლებისას გამართლებული არის თუ არა შიმშილი?

მარტი 25, 2025
ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

ქეთი ხატიაშვილი 36 წლის იუბილეს აღნიშნავს

მარტი 25, 2025
10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

10 რამ, რაც რომში მოგზაურობისას უნდა გააკეთოთ

25 მარტი 2025
ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

ტრაგედია მთაწმინდაზე — გარდაცვლილია 30 წლის ბიჭი, ორი პირი მძიმედ არის დაშავებული

მარტი 25, 2025
Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

Air Serbia თბილისი-ბელგრადის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს იწყებს

მარტი 25, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights