სამშაბათი, მარტი 18, 2025
მთავარიშენი ექიმიამერიკელი ქალი ღორის ორგანოს მქონე ყველაზე დიდხანს მცხოვრები პაციენტი გახდა

ამერიკელი ქალი ღორის ორგანოს მქონე ყველაზე დიდხანს მცხოვრები პაციენტი გახდა

ტოვანა ლუნი ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ისტორიაში შევიდოდა, თუმცა ახლა ყველაზე დიდხანს მცხოვრები რეციპიენტი გახდა, რომელიც ღორის ორგანოს ატარებს — 2024 წლის ნოემბერში 53 წლის ქალს ღორის გენეტიკურად მოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს, 2025 წლის 25 იანვრისთვის კი მან ტრანსპლანტაციის არსებულ რეკორდს გადააჭარბა და ღორის ორგანოთი 61 დღეზე მეტი იცოცხლა.

მეცნიერები ამ ამბავს ყურადღებით აკვირდებიან, რათა ახალ შესაძლებლობებს მიაკვლიონ ქსენოტრანსპლანტაციაში — ცხოველთა ორგანოების გამოყენების პრაქტიკაა ადამიანის დონორი ორგანოების მუდმივი დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

ლუნის სამედიცინო ისტორია ნამდვილად შთამბეჭდავია. ტრანსპლანტაციასთან შეხება ჯერ კიდევ 1999 წელს ჰქონდა, როცა თირკმელი საკუთარ დედას გადაუნერგა. წლების შემდეგ კი ორსულობისა და თანმხლები მაღალი წნევების გამო, თირკმელზე შეექმნა პრობლემა. 8 წელი დიალიზზე გაატარა. ადამიანის თირკმლის გადანერგვის შანსებიც ძალიან მცირე ჰქონდა, ანტისხეულების მაღალი დონის გამო, რომლებმაც ახალი ორგანო ვერ შეითვისა…

ერთ დღესაც კი მას NYU Langone Health-ში ექსპერიმენტში ჩართვა შესთავაზეს, ღორის თირკმელი უნდა გადაენერგა… ტოვანა სიხარულით დათანხმდა მიღებულ შეთავაზებას, რადგან სურდა, მისი მომავალი დიალიზისგან თავისუფალი ყოფილიყო.

ოპერაცია გასული წლის 25 ნოემბერს შესრულდა ტრანსპლანტაციის სპეციალისტი რობერტ მონტგომერის მიერ. ლუნის შედეგებმა კი მოლოდინებსაც გადააჭარბა, რადგან ახალი თირკმელი „სრულიად ჩვეულებრივ“ ფუნქციონირებდა. პაციენტიც თავს ადრინდელზე უფრო ჯანსაღად და ენერგიულად გრძნობდა.

„მე სუპერვუმენი ვარ, ეს ცხოვრების ახალი, საინტერესო თავია“, — განაცხადა ტოვანამ ტრანსპლანტაციის შემდეგ.

მხოლოდ ამერიკაში 100 000-ზე მეტი ადამიანი დგას ტრანსპლანტაციის მომლოდინეთა რიგებში, მათ შორის კი თირკმელი ყველაზე მოთხოვნადია… ამგვარად, ქსენოტრანსპლანტაცია საჭირო ალტერნატივას წარმოადგენს პაციენტებისთვის. ხოლო ის ფაქტი, რომ ღორის ორგანოთი ცხოვრება ჩვეულებრივ შეიძლება, მეტად დამაიმედებელ პროგნოზებს გვთავაზობს.

თუმცა ყველაფერი ამით არ მთავრდება, სპეციალისტები ლუნის მდგომარეობაზე დაკვირვებას გააგრძელებენ. ხოლო, თუ ექიმ მონტგომერს დავუჯერებთ, თირკმელი კარგად კიდევ დიდი ხნის მანძილზე იმუშავებს… როგორც კი დასრულდება ტოვანას გამოჯანმრთელების პროცესი, იგი სახლში, ალაბამაში, დაბრუნდება ახალი თირკმლითა და სხვებისთვის იმედით, რომ მსგავსი მდგომარეობის მქონე ადამიანებს აქვთ კიდევ ერთი არჩევანი სიცოცხლის თავისუფლად გასაგრძელებლად.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

ვალდემოსა, მალიორკა: საუკეთესო აქტივობები

17 March, 2025
UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

UNIKO აკადემია – 25 წელი განათლების ლიდერი საქართველოში

17 მარტი 2025
სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

სამი ყველაზე პოპულარული სტილი ინტერიერში

მარტი 17, 2025
მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მესხეთი და სოფელი აწყვიტა – მიწისქვეშა მესხეთი, ადგილი რომელმაც საუკუნეების განმავლობაში არა ერთი შემოსევა და დარბევა გადაიტანა.

მარტი 17, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

რა იმალება მტკვრის ქვეშ? (ძველი ქალაქის ნაშთები)

მარტი 14, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

შაქარი: სასარგებლო თუ მავნე?

მარტი 17, 2025
როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

როგორ დავთრგუნოთ მადა და როგორ გავხდეთ საგაზაფხულოდ

მარტი 17, 2025
გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

გერმანიის საელჩო საქართველოში, როდის შეგიძლიათ მიმართოთ-გზამკვლევი თქვენთვის

17 მარტი 2025
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

მარტი 17, 2025
Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

Google-მა Gemma 3 გამოუშვა — ახალი AI მოდელი გლობალური ინოვაციისთვის

მარტი 17, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights