კვირა, თებერვალი 9, 2025
მთავარისამინისტრო„საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან“-ჯანმოს გენერალური...

„საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან“-ჯანმოს გენერალური დირექტორი

საქართველოს წარმატება და ერთგულება გვაძლევს იმედს, რომ შესაძლებელია, მსოფლიო გათავისუფლდეს მალარიისგან, – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი საქართველოსთვის მალარიისაგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსის სერტიფიკატის მინიჭებას გამოეხმაურა.

როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, საქართველომ მალარიის აღმოფხვრისთვის მიზანმიმართული და მდგრადი ნაბიჯები გადადგა, შედეგად კი, მსოფლიოს იმ 45 ქვეყანასა და 1 ტერიტორიას შორის მოხვდა, რომლებმაც ეს მნიშვნელოვანი ეტაპი გადალახეს და მალარიისგან თავისუფალი სერტიფიცირება მიენიჭათ.

საქართველოს მალარიისგან თავისუფალ ქვეყნად გამოცხადებას დიდ მიღწევად აფასებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორი ჰანს კლუგეც. მისი თქმით, საქართველოს წარმატებით, WHO-ს ევროპის რეგიონი კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა მსოფლიოში პირველი მალარიისგან თავისუფალი რეგიონის სტატუსის მიღებას.

„ეს შედეგი ძალისხმევის გარეშე არ ჩნდება. ის შესაძლებელი გახდა ჯანდაცვის სფეროში ინვესტიციების, პერსონალის ერთგულებისა და პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და მალარიის ყველა შემთხვევის ეფექტური მკურნალობის მიზანმიმართული ძალისხმევის წყალობით“, – განაცხადა ჰანს კლუგემ.

ადგილობრივი მალარიისგან თავისუფლად აღიარებისა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სერტიფიცირების მისაღებად, საქართველომ განაცხადი 2024 წლის აგვისტოში გააკეთა. აღნიშნული სერტიფიცირება იმ შემთხვევაში გაიცემა, თუ დადასტურდება, რომ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მალარიის გადაცემის ჯაჭვი გაწყვეტილია, სულ მცირე, უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში.

რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ, WHO-მ საქართველო მალარიისგან თავისუფლად აღიარა. როგორც სამუშაო პროცესის დროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მალარიის აღმოფხვრისა და სერტიფიცირების ტექნიკური საკონსულტაციო ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, საქართველოს გააჩნია კარგად ფუნქციონირებადი და სათანადოდ დაფინანსებული ჯანდაცვის სისტემა. მათივე თქმით, აღსანიშნავია, ქვეყანაში, აქტიური თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორებს შორის და პოლიტიკური ნება, მალარიისგან თავისუფალი სტატუსის შესანარჩუნებლად.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

10 რამ რაც იორდანიაში ვიზიტამდე უნდა იცოდეთ

7 February, 2025
tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

tik-tok-ის ვარსკვლავი, ელენე ღუღუნიშვილი და გიორგი სანებლიძე მშობლები გახდნენ

7 თებერვალი 2025
როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

როგორ შევარჩიოთ შპალერი სწორად

თებერვალი 8, 2025
ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

ეს დალოცვილი კაკალი – კაკლის ფოთლებისა და წენგოს ნახარში ხალ­ხურ მედიცინაში

თებერვალი 7, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

NASA-ს ასტრონავტმა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული დედამიწის ყველაზე მაღალი შენობის ფოტო გამოაქვეყნა

თებერვალი 7, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

მივირთვათ თუ არა არასეზონური სათბურის ბოსტნეული?

თებერვალი 8, 2025
რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

რენე ზელვეგერი შესანიშნავ ფორმაშია – მსახიობის ტრანსფორმაცია

თებერვალი 8, 2025
სახელმწიფო დახმარებები ემიგრანტებისთვის – რა მხარდაჭერა გააჩნიათ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს

სახელმწიფო დახმარებები ემიგრანტებისთვის – რა მხარდაჭერა გააჩნიათ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს

8 თებერვალი 2025
ბეთლემის ქუჩა — ისტორია და განვითარების ხაზი

ბეთლემის ქუჩა — ისტორია და განვითარების ხაზი

თებერვალი 8, 2025
საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

საქართველოს საბანკო სისტემა სტაბილურობას ინარჩუნებს – S&P Global Ratings-ის შეფასება

თებერვალი 8, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights