სამშაბათი, იანვარი 14, 2025
მთავარიშენი ექიმიდაავადებათა კონტროლის ცენტრი: ბოლო კვირაში გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მწვავე რესპირაციული ინფექციების...

დაავადებათა კონტროლის ცენტრი: ბოლო კვირაში გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია

ქვეყანაში ბოლო კვირის მონაცემებით გრიპისმაგვარი დაავადებებით მიმართვიანობა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციების წილი საერთო ჰოსპიტალიზაციაში სეზონური არაეპიდემიური მაჩვენებლების ფარგლებშია. გრიპის, განსაკუთრებით A H1p-ის წილი გრიპისმაგვარი ინფექციებით ავადობაში, ბოლო ოთხი კვირაა, მატულობს, რაც დეკემბრისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც ცენტრში აცხადებენ, ასევე, ცირკულირებს გრიპის სხვა ტიპისა და პარაგრიპის, რინო, ადენო, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი და სხვა გამომწვევები.

„მათი გავრცელება ტიპურია მიმდინარე სეზონისთვის. ჩინეთში დაფიქსირდა გრიპის და სხვადასხვა რესპირაციული ინფექციის (მ.შ. HMPV-ით გამოწვეული) შემთხვევების ზრდა, რის გამოც ზოგიერთ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯანმო-ს ევროპის რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში აღწერილია HMPV-ით ავადობის უმნიშვნელო მატება. HMPV (ადამიანის მეტაპნევმოვირუსი) რესპირაციული ვირუსია, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადება ყველა ასაკის ადამიანში, განსაკუთრებით მცირეწლოვან ბავშვებში, ხანდაზმულებში და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში. დამახასიათებელი სიმპტომებია: ხველა, ცხელება, ცხვირით სუნთქვის გაძნელება/შეშუპება და დაღლილობა. დაავადების ინკუბაციის პერიოდი 3-დან 6 დღემდეა. შემთხვევათა უმეტესობა მსუბუქად მიმდინარეობს და დაახლოებით ერთ კვირაში გამოჯანმრთელებით სრულდება, იშვიათად ვირუსმა, შესაძლოა, გამოიწვიოს სერიოზული გართულება, მაგ.: ბრონქიტი და პნევმონია, განსაკუთრებით, ჩვილებში, ხანდაზმულებში ან სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებში.

ვირუსი თავდაპირველად დაფიქსირდა 2001 წელს. HMPV მიეკუთვნება Pneumoviridae-ს ჯგუფს. მოლეკულური დიაგნოსტიკური ტესტირების ფართო გამოყენებამ შესაძლებელი გახადა HMPV-ის, როგორც ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ინფექციის გამომწვევი ვირუსის იდენტიფიკაცია. HMPV ვირუსი დაავადებული ადამიანიდან ჯანმრთელზე ვრცელდება რესპირაციული სეკრეტებით – ხველის და ცემინების დროს, დაავადებულთან მჭიდრო კონტაქტით და ვირუსით დაბინძურებულ ზედაპირებთან შეხებით. განსაკუთრებული რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები, ხანდაზმულები, იმუნოდეფიციტის მქონე პირები. საყურადღებო სიმპტომებია – მუდმივი ცხელება, ლეთარგია ან სუნთქვის გაძნელება. სიმპტომების გამწვავების შემთხვევაში რეკომენდებულია, სასწრაფოდ მიმართოთ სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს. HMPV-სთვის არ არსებობს სპეციფიკური ანტივირუსული მკურნალობა ან ვაქცინა. მკურნალობა ძირითადად მოიცავს სიმპტომების მართვას, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების დაცვა.

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება ყველაზე მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებაა, რადგან გრიპისა და HMPV-ს აქტიური გავრცელების სეზონი თანხვედრაშია და ორივე ვირუსით ერთდროულმა ან ურთიერთ თანმიმდევრულმა ინფიცირებამ, შესაძლოა, დაამძიმოს დაავადების მიმდინარეობა ან გაახანგრძლივოს გამოჯანსაღების პროცესი. HMPV-ს პრევენცია ისეთივეა, როგორც სხვა გრიპისმაგვარი ინფექციების:

ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, მინიმუმ, 20 წამის განმავლობაში ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით; მოერიდეთ მჭიდრო კონტაქტს რესპირაციული სიმპტომების მქონე ადამიანებთან; დარჩით სახლში, თუ ავად ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ვირუსის გავრცელება; ატარეთ პირბადე ხალხმრავალ ან ცუდად ვენტილირებად სივრცეებში; ხშირად გაანიავეთ შიდა სივრცეები და მოერიდეთ არასაჭირო მჭიდრო კონტაქტს; დაიფარეთ პირი და ცხვირი ხველის და ცემინების დროს; მოერიდეთ ჭურჭლის სხვებთან გაზიარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

პენიში – ლისაბონის სანაპირო ზოლთან მდებარე სანაპირო ქალაქი

13 January, 2025
„გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით…“ – გურული დალოცვა ზურა შევარდნაძისგან

„გამჩენო მამაზეციერო, უხვი წელი მოგვეცი, გვიმყოფე ყველა მთელი ჯანით და მხიარული გულით…“ – გურული დალოცვა ზურა შევარდნაძისგან

13 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

როდის უნდა ავიღოთ საახალწლო ნაძვის ხე

იანვარი 13, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

რატომ არის აუცილებელი ცხელი წვნიანის მირთმევა

იანვარი 13, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

ახალი წელი ევროპასა და აზიას შორის

13 იანვარი 2025
2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

2024 წლის 11 თვეში, თბილისში $2,8 მილიარდის ბინები გაიყიდა – Galt&Taggart-ის ანალიზი

იანვარი 13, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights