პარასკევი, ივლისი 11, 2025
მთავარისამინისტრომიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბენეფიციარების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს გაეცნო. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ ხანდაზმულებზე ზრუნვა სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.

“განსაკუთრებულ პატივისცემას იმსახურებენ ისინი თავიანთი დამსახურებებით, თავიანთი გავლილი ცხოვრებით, უზარმაზარია სითბო, რომელსაც ისინი გვჩუქნიან. მინდა ყოველივე საუკეთესო, დღეგრძელობა, მტკიცე ჯანმრთელობა და, რა თქმა უნდა, ბედნიერება ვუსურვო თითოეულ მათგანს. აქ მყოფ ჩვენს დევნილ ბენეფიციარებს კი ვუსურვებ, რომ მალე აფხაზეთში ემასპინძლოთ”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მინისტრთან ერთად, ხანდაზმულთა პანსიონატში, მისი მოადგილე ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე იმყოფებოდნენ.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ძვირადღირებული მედიკამენტები 40-მეტ ბენეფიციარს დაუფინანსა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights