სამშაბათი, აპრილი 22, 2025
მთავარიშენი ექიმი„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” - კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი...

„ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია” – კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია

რატომ არ შეიძლება გამწვანებული კარტოფილის გამოყენება და რა ზიანის მოტანა შეუძლია სოლანინს ადამიანის ორგანიზმისათვის.

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში “პირადი ექიმი”:

„როდესაც სახლში დიდხანს გაქვთ კარტოფილი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ან სოფლად სათავსოში მზის სხივები აღწევს, მაშინ აღმოვაჩენთ, რომ კარტოფილის რაღაც ნაწილი გამწვანდა. ეს ძალიან საყურადღებოა იმიტომ, რომ მნიშვნელოვანია, რას ვხედავთ – დიახ, თვალით ვხედავთ მწვანე ფერს და ეჭვი გვაქვს, რაღაც ისე არ ხდება ამ პროდუქტში, როგორც მის შეუფერადებელ ნაწილში.

ეს სწორედ სოლანინის დაგროვების შედეგია. ხშირ შემთხვევაში, თუ ამ ნივთიერებამ დაგროვება დაიწყო, საყურადღებო მარტო მწვანე ნაწილი არ არის. საყურადღებოა მის ქვეშ მდებარე, ჯერ კიდევ ფერშეუცვლელი ნაწილიც იმიტომ, რომ ვიდრე სოლანინი მსგავს მწვანე შეფერილობას მოგვცემს, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მისი თვალით შეუმჩნეველი დაგროვება იმიტომ, რომ ის თავის ეფექტს ინარჩუნებს. სოლანინი ადამიანისათვის მომწამვლავია. ერთხელ ასეთი პროდუქტის მოხმარება, ადამიანს, რა თქმა უნდა, საბედისწერო ზიანს არ მიაყენებს, მაგრამ თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ასეთი პროდუქტის სისტემატურ გამოყენებაზე, უდავოდ, ეს ჯანმრთელობის რისკის ფასად მირთმეული პროდუქტია. თუ კარტოფილი გაგვიმწვანდა, თავის მოტყუება საჭირო არ არის, რომ ცოტა სქლად გავფცქვნით და ეს პრობლემას მოხსნის. არა, რეალურად უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ნივთიერება უფრო ღრმადაა. დადასტურებულია, სოლანინის ჭარბი მოხმარების შემთხვევაში, რამდენად ზიანდება ღვიძლი და მისი ფუნქციები და მთელი ორგანიზმისათვის ონკოლოგიური რისკები იზრდება.“

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  რა არის პაპილომა ვირუსი და როგორ შეიძლება ბრძოლა მის წინააღმდეგ? - ყველაფერი პაპილომა ვირუსით გამოწვეული ყელის კიბოს შესახებ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights