კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიშენი ექიმი18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება

18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება.

ანტიმიკრობული რეზისტენტობა ერთ-ერთია იმ ათ გლობალურ საფრთხეთა შორის, რომელიც 21-ე საუკუნეში კაცობრიობას ემუქრება.
ანტიმიკრობული მედიკამენტები გამოიყენება ადამიანებში, ცხოველებსა და მცენარეებში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის, კონტროლისა და მკურნალობისთვის, თუმცა, უკონტროლი გამოყენების შემთხვევაში, დროთა განმავლობაში მათი მოქმედება შესაძლოა შესუსტდეს.
ანტიმიკრობულ რეზისტენტობას ვაწყდებით მაშინ, როდესაც ბაქტერიები, სოკოები და პარაზიტები აღარ რეაგირებენ ანტიმიკრობულ აგენტებზე. პრეპარატებისადმი რეზისტენტობის შედეგად, ანტიბიოტიკები და სხვა ანტიმიკრობული აგენტები ხდებიან ნაკლებად ეფექტურები და ინფექციების მკურნალობა შესაბამისად რთული ან შეუძლებელი ხდება, რაც, თავის მხრივ ზრდის მძიმე ავადმყოფობისა და სიკვდილიანობის რისკს.

18-24 ნოემბერს ანტიმიკრობული რეზისტენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო კვირეული აღინიშნება | sheniekimi.ge | შენი ექიმი

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  კვლევა - ფოლიუმის მჟავის ნაკლები მიღება და დაბერების მეტაბოლიზმი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights