ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმი2025 წლისთვის ამერიკაში ჭარბი წონა ან სიმსუქნე თითქმის, 260 მილიონ ადამიანს ექნება

2025 წლისთვის ამერიკაში ჭარბი წონა ან სიმსუქნე თითქმის, 260 მილიონ ადამიანს ექნება

სიმსუქნით დაავადებული ადამიანების რაოდენობა ამერიკაში კრიტიკულ ზღვარს აღწევს. სპეციალისტების თქმით, 2025 წლისთვის ჭარბი წონა ან სიმსუქნე თითქმის 260 მილიონ ადამიანს შეაწუხებს, – იუწყება CNN.

კვლევა, რომელიც სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა, აჩვენებს როგორი იქნება „სიმსუქნის ეპიდემია“ ამერიკაში 2050 წლისთვის. კვლევაში აღნიშნულია, რომ 43,1 მილიონ ბავშვს და 213 მილიონ მოზრდილ ადამიანს ჭარბი წონა ან სიმსუქნე ექნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ამერიკელების ნაწილი ჯანმრთელობის ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდება, როგორებიცაა: დიაბეტი, სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვასთან დაკავშირებული დაავადებები, ფსიქიკური აშლილობა და ასე შემდეგ. ჭარბი წონა ან სიმსუქნე ითვლება ერთ-ერთ ფაქტორად, რომელმაც შეიძლება ნაადრევი სიკვდილი ან ინვალიდობა გამოიწვიოს.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  კბილების მკურნალობა ორსულობის დროს! - სტომატოლოგების რეკომენდაციები
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights