ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარისამინისტრომხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე...

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

ჯანდაცვის მინისტრი თურქეთში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს – მიხეილ სარჯველაძე, სამედიცინო მსოფლიო კონგრესის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრ ქემალ მემისოღლუს შეხვდა.

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივ პროექტებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ორმხრივ შეხვედრაზე მინისტრებმა ჯანდაცვის კატასტროფებისა და კრიზისების ეფექტურად მართვაზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს ამ მიმართულებით არსებული საპრევენციო და სამომავლო გეგმები. მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი ორ ქვეყანას შორის ჯანდაცვის სფეროში ურთიერთობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ ასანიძე.

სამედიცინო მსოფლიო კონგრესი თურქეთში 2014 წლიდან ტარდება. წელს მე-10 საიუბილეო სესიის მთავარი თემაა „ჯანდაცვის სისტემა კატასტროფების დროს და ჯანდაცვის მომავალი“. საერთაშორისო ღონისძიება მოიცავს: პანელურ დისკუსიებს, ორმხრივ შეხვედრებს, ვორქშოპებსა და სიტყვით გამოსვლებს.

ღონისძიების ფარგლებში, სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ექსპერტები ჯანდაცვის კატასტროფების თუ კრიზისების მართვას, ასევე ამ მიმართულებით არსებულ საპრევენციო და სამომავლო გეგმებს განიხილავენ.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „C ჰეპატიტის მიმართულებით ქვეყანას არაჩვეულებრივი შედეგები აქვს“ - მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights