ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
მთავარიშენი ექიმიპროსტატის კიბოს პრობლემის მოგვარება რობოტული ქირურგიის გამოყენებით

პროსტატის კიბოს პრობლემის მოგვარება რობოტული ქირურგიის გამოყენებით

პროსტატა წარმოადგენს ჯირკვალს მამაკაცის საშარდე სისტემაში. მისი დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს რამდენიმე ფაქტორმა, რომელთაგან ყველაზე გავრცელებულია პროსტატის კიბო და პროსტატის გადიდება. ეს დაავადებები მამაკაცებში, ხშირად გვხვდება, თუმცა მათი მკურნალობა ასევე ეფექტურად და უსაფრთხოდაა შესაძლებელი თუკი კლინიკაში მოწინავე ტექნოლოგიები გამოიყენება და გამოცდილი, გამოცდილი ქირურგები მუშაობენ. პროსტატის კიბოს პრობლემის მოგვარება რობოტული ქირურგიის გამოყენებით

თურქული კლინიკების ქსელი Acıbadem-ში გთავაზობთ მსოფლიოში აღიარებულ კვალიფიკაციას, უახლეს ტექნოლოგიებს, პაციენტის კომპლექსურ დახმარებას და განსაკუთრებულ გუნდურ მუშაობას, რათა უროლოგიური პრობლემების მქონე პაციენტებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ხარისხის ზრუნვა მიიღონ.

პროსტატის კიბოს პრობლემის მოგვარება რობოტული ქირურგიის გამოყენებით
პროსტატის კიბო მამაკაცებში ყველაზე ხშირად დიაგნოზირებული კიბოა. პროსტატის კიბოს სამკურნალოდ, უპირველესად, როგორც წესი ქირურგიული პროცედურა რადიკალური პროსტატექტომია ინიშნება, რა დროსაც პროსტატის ჯირკვალი ამოიკვეთება. აღნიშნული ოპერაცია შეიძლება რამდენიმე სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენებით, მათ შორის ღია განაკვეთის, ლაპაროსკოპიული და რობოტული მეთოდებით შესრულდეს, თუმცა Acıbadem-ში უპირატესობა სწორედ ლაპაროსკოპიულ ან რობოტულ ქირურგიას ენიჭება, ვინაიდან ასეთ დროს ოპერაცია მცირე განაკვეთით ხორცილედება, ნაცვლად ღია ოპერაციული მიდგომისა, როდესაც შედეგად ვიღებთ 12 სმ ზომის ჭრილობას მუცლის ქვედა ნაწილში. ჩვენი მიდგომა პაციენტისათვის მოსახერხებელია, რადგანაც ამ დროს ვიღებთ უფრო სწრაფ გამოჯანმრთელებას და გართულებების, ინფექციებისა და სისხლის დაკარგვის მინიმალურ რისკებს.

რას წარმოადგენს რობოტული ქირურგია?
რობოტული ქირურგია სამედიცინო ტექნოლოგიაა, რომლის მეშვეობითაც ქირურგები ოპერაციისას იყენებენ რობოტულ მკლავებსა და აპარატზე მიმაგრებულ ხელსაწყოებს, რომელიც ქირურგის მიერ საოპერაციო ოთახის კომპიუტერიდან კონტროლდება. მოცემული მიდგომის უპერატესობებს შორისაა გაუმჯობესებული ვიზუალიზაცია, გაძლიერებული მოქნილობა და გაცილებით მეტი სიზუსტეც, რაც უკეთესი შედგების გარანტიას იძლევა.

პროსტატის რობოტული ქირურგია შეუკავებლობისა და იმპოტენციის რისკის მინიმიზაციისათვის
პროსტატა საზარდულის სიღრმეში შარდის ბუშტსა და ურეთრას შორის მდებარეობს. მას მჭიდროდ აკრავს ძარღვები და ნერვები, რომლებიც უზრუნველყოფენ სასქესო ასოს ერექციასა და შარდის კონტროლს. შესაბამისად, პროსტატის კიბოს ამოკვეთის შემთხვევაში ამ ფუნქციური ქსოვილების დაზიანების რისკი არსებობს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით ასრულებს მნიშვნელოვან როლს რობოტული ქირურგია, რომელიც ქირურგებს მეტი სიზუსტით მუშაობის შესაძლებლობას აძლევს. მრავალი გამოკვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით კი დასტურდება, რომ პროსტატის კიბოს ქირურგია რობოტული საშუალებებით პაციენტების 95%-ის შემთხვევაში განაპირობებს შარდის კონტროლის შენარჩუნებას, ხოლო 80%-ის შემთხვევაში – ერექციული ფუნქციის შენარჩუნებას.

Acıbadem-ში, პროსტატის კიბოს რობოტული ქირურგიის გამოყენებით, გამოცდილი უროლოგები უზრუნველყოფენ არა მხოლოდ კიბოს სრულად ამოკვეთას, არამედ  შარდის შეუკავებლობისა და იმპოტენციის რისკის შემცირებას.

ამჟამად, რობოტული ქირურგიის სისტემას იყენებს Acıbadem Healthcare Group-ის ხუთი სხვადასხვა საავადმყოფო. გარდა ამისა, ოფიციალური რობოტული ქირურგიის სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს ასევე Acıbadem-ის უნივერსიტეტში, სადაც მიმდინარეობს ქირურგების სწავლება, ხოლო სწავლების დასრულებისთანავე მათ გადაეცემათ მსოფლიოში აღიარებული სერტიფიკატი.

პროსტატის გადიდების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები Acıbadem-ში
პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია იგივე პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია, რომლის შემთხვევაშიც ზიანდება პროსტატის ჯირკვალი. პროსტატის კიბოსგან განსხვავებით, ეს არის პროსტატის ჯირკვლის არასიმსივნური გადიდება. გადიდებულმა პროსტატამ შეიძლება შეავიწროვოს საშარდე გზები და გამოიწვიოს შარდის შეუძლებლობა ან შარდის ბუშტის არასრული დაცლა. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის სხვადასხვა ეფექტური ტექნიკის მეშვეობით  აღნიშნული სრულიად განკურნებადი მდგომარეობაა.

პროსტატის გადიდების თანამედროვე სამკურნალო მეთოდები მინიმალურად ინვაზიურია და ხორციელდება განაკვეთის გარეშე. აღნიშნული პროცედურების დროს, პროსტატამდე მისასვლელად, ცისტოსკოპი შეიყვანება ურეთრაში, ხოლო ლაზერის გამოყენებით ხდება გაფართოებული ქსოვილის მოშორება. გადიდებული პროსტატის ქსოვილის ამოკვეთის შემდეგ, იგი შარდის ბუშტში მცირე ნაწილებად იშლება რის შემდეგაც ხდება მათი ამოღება. აღნიშნული პროცედურის შესასრულებლად სხვადასხვა მოწყობილობა, მათ შორის HoLEP-ის, ThuLEP-ისა და BipoLEP-ის გამოყენება, რომელთა შორისაც მთავარი განსხვავება მხოლოდ გამოყენებული ლაზერის ტიპია. ლაზერის მეშვეობით პროსტატის ობსტრუქციული ქსოვილი შორდება პროსტატის კაფსულას (ფორთოხლის კანის გაფრცქვნის მსგავსად).

პროსტატის კეთილთვისებიანი გადიდების მკურნალობაში არსებულ უკანასკნელ სიახლეს წარმოადგენს Rezum პროცედურა. Rezum-ში გამოიყენება წყლის ორთქლი, რომელიც რამდენიმე წერტილში, ერთმანეთისგან ერთი სანტიმეტრის დაშორებით, ურეთრის გავლით პროსტატაში ნემსის მეშვეობით შეიყვანება. პროსტატა პროცედურის შემდეგ ეტაპობრივად მცირდება, შედეგად კი შარდის არხი იხსნება, შარდის ნაკადი კი უმჯობესდება.

Acıbadem-ი აღჭურვილია რა გადიდებული პროსტატის სამკურნალოდ აუცილებელი ყველა მოწინავე ტექნოლოგიით, მსოფლიოში არსებული ერთ-ერთია იმ რამდენიმე ცენტრს შორის, რომელსაც  სრულფასოვანი მკურნალობის მსგავსი ვარიაციების შემოთავაზება შეუძლია.

Acıbadem-ის უცხოელი პაციენტების ცენტრი
Acıbadem-ის ექსპერტთა გუნდი სპეციალიზდება პაციენტების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ მიდგომასა და მათზე სრულფასოვან ზრუნვაზე, მკურნალობის დაწყებამდე, პროცესსა და მკურნალობის დასრულების შემდგომაც. Acıbadem-ის უცხოელი პაციენტების ცენტრი იზრუნებს თქვენი ყველა ნაბიჯის დასაგეგმად. კითხვების ან რაიმე პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ ან მოგვწეროთ ელ-ფოსტის საშუალებით.

თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:

ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500

ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000 ქ.

ქუთაისი, თამარ მეფის ქუჩა 60, ტელ: 0431 258 500

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

21 January, 2025
რა ხდება ორგანიზმში, თუ დღეში 8 საათი ზიხარ

რა ხდება ორგანიზმში, თუ დღეში 8 საათი ზიხარ

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
ხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმების მეშვეობით დემენციის დიაგნოსტირებას შეძლებს

ხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმების მეშვეობით დემენციის დიაგნოსტირებას შეძლებს

22 იანვარი 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

იანვარი 21, 2025
როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

როგორ მოვუაროთ მშრალ კანს სახლის პირობებში

იანვარი 21, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights