არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა

0
113
საქართველოში აივ ინფექციის ეპიდემია ძირითადად კონცენტრირებულია მაღალი რისკის ჯგუფებში (ინმები, კსმ ქალები და მსმ-ები).
#post_seo_title

აივ ინფექცია/შიდსი – არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

1) რა არის აივ ინფექცია/შიდსი?

აივ ინფექცია არის ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) გამოწვეული ინფექცია, რომლის  ბოლო კლინიკურ სტადიასაც წარმოადგენს შიდსი – შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი.

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის 3 ძირითადი გზა:

ინფიცირებულ სისხლთან ექსპოზიცია – სისხლის გადასხმა, აივ-ით ინფიცირებული ინექციების და სხვა ინვაზიური მანიპულაციებისას არასტერილური დაბინძურებული სამედიცინო ინტრუმენტების გამოყენებით. ყველაზე ხშირად გადაცემა ნარკოტიკების ინექციური მოხმარებისას ხდება აივ ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცებისა და ნემსების გამოყენებით;

  • დაუცველი სქესობრივი კონტაქტი (პრეზერვატივის გარეშე) აივ ინფიცირებულ პირთან;
  • ინფიცირებული დედიდან ბავშვზე ორსულობის, მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

ვირუსი არ გადაეცემა აივ-ინფიცირებულთან:

  • ხელის ჩამორთმევით, მოხვევით, კოცნით;
  • დახველებით, ცემინებით;
  • საერთო საკვების ან ჭურჭლის გამოყენებით;
  • საერთო ტუალეტით ან აბაზანით სარგებლობით;
  • საცურაო აუზით სარგებლობით;
  • კოღოსა და მწერების ნაკბენით;
  • აივ-ინფიცირებულთან ურთიერთობა სამუშაო, საზოგადოებრივ და საყოფაცხოვრებო გარემოში;

2) რამდენად საყურადღებოა აივ ინფექცია/შიდსი?

აივ/შიდსი კვლავ რჩება მსოფლიოში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე მნიშვნელოვან  პრობლემად, განსაკუთრებით დაბალ და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე მსოფლიოში 78 მილიონი ადამიანია ინფიცირებული და 39 მილიონი გარდაცვლილი. 2013 წლის ბოლოსთვის მსოფლიოში 35 მილიონი აივ ინფიცირებულია.

3) როგორია საქართველოში აივ ინფექცია/შიდსის გავრცელება?

საქართველო  აივ ინფექცია/შიდსის დაბალი გავრცელების ქვეყნებს მიეკუთვნება.  2014 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია აივ-ით ინფიცირების 4646 შემთხვევა (3413 – მამაკაცი, 1233 – ქალი). პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2814 პაციენტს, 966 გარდაიცვალა. 2014 წელს გამოვლინდა 515 ახალი შემთხვევა.

4) როგორ უნდა გავიგო, რომ ვარ ინფიცირებული?

ვინაიდან აივ ინფექციას დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები არ გააჩნია, გადამწყვეტი მის დიაგნოსტიკაში ლაბორატორიული გამოკვლევაა. საჭიროა გამოკვლევების ჩატარება განსაკუთრებით კი სარისკო ქცევის შემთხვევაში.

5) როგორ უნდა მოვიქცე დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში?

დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში აუცილებლად მიმართეთ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრს,  სადაც ჩაგიტარდებათ აივ ინფექციის გამოვლენის სპეციალური სადიაგნოსტიკო ტესტები.

6) რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ინფიცირების რისკი?

არსებობს აივ ინფექციის გადაცემის პრევენციის რამდენიმე გზა:

  • უსაფრთხო სექსის პრაქტიკა პრეზერვატივების გამოყენებით;
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, მათ შორის აივ ინფექციის, ტესტირება და მკურნალობა
  • ინექციური ნარკოტიკების მოხმარებისგან თავის შეკავება, მოხმარების შემთხვევაში ახალი და ერთჯერადი ნემსის და შპრიცის გამოყენება;
  • სისხლისა და სისხლის პროდუქტების აივ ინფექციაზე  ტესტირების უზრუნველყოფა;
  • დედიდან შვილზე ინფექციის გადაცემის პრევენცია

აივ ინფიცირებული დედიდან ბავშვზე შიდსის ვირუსის გადაცემის რისკი 2% – მდე მცირდება, თუ ორსულს ჩაუტარდება: ანტირეტროვირუსული თერაპია, საკეისრო კვეთა, სათანადო კონსულტაცია ბავშვის ხელოვნურ კვებასთან დაკავშირებით.

7) გამოყენებული წყაროები

www.who.int
www.aidscenter.ge

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ