კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარისამინისტრომხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმებზე „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე...

მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმებზე „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს

მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის ასოციაციის წევრებს შეხვდა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხარეებმა სექტორში მიმდინარე რეფორმებზე „დიარჯი“ სისტემის იმპლემენტაციაზე თანაგადახდის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, „დიარჯი” სისტემის სწორი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია მისი მხარდაჭერა ისეთი მექანიზმებით, რომლებიც უზრუნველყოფს მუდმივად განახლების შესაძლებლობას.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ პროცესში, სამედიცინო სექტორს და მათთან აქტიურ კომუნიკაციას მნიშვნელოვანი როლი უკავია.

შეხვედრაზე ასევე, საუბარი შეეხო სამედიცინო დაწესებულებებისთვის სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა სამუშაო ფორმატში აქტიურად გაგრძელდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ყურადღება გაამახვილა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო პროგრამებზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights