ოთხშაბათი, იანვარი 22, 2025
მთავარიშენი ექიმიბავშვთა უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია - როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვმა რაიმე...

ბავშვთა უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია – როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა

ბავშვთა უსაფრთხოების დაცვა მნიშვნელოვანია მშობლებისათვის, რადგან პატარები ძალიან ცნობისმოყვარეები არიან და ხშირად ყველაფერს ხელში იღებენ. როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, თუ ბავშვმა რაიმე ნივთი გადაყლაპა.

ამის შესახებ ექიმებმა გიორგილორიამ და ლევანქარაზანიშვილმა გადაცემაში „ნამდვილი ექიმები“ ისაუბრეს.

პატარები ცნობისმოყვარეები არიან. ყველაფერს ხელის შეხებითა და პირში ჩადებით აღიქვამენ. უნდათ, რომ სამყარო ასე შეიცნონ. თითქმის შეუძლებელია, ყველაფერი ავუკრძალოთ. მაგრამ, უნდა ვიცოდეთ, რას მოვარიდოთ და უსაფრთხო გარემო შევუქმნათ.

გადაყლაპული ნივთებიდან ზოგიერთი საშიშია. თუ პატარა საგანი დაგაკლდათ და გაქვთ ეჭვი, რომ ბავშვმა გადაყლაპა, აუცილებლად ექიმს უნდა მიმართოთ:

  • ხველა
  • გულისრევის შეგრძნება
  • საჭმელზე უარის თქმა
  • ჭარბი ნერწყვიანობა
  • ტემპერატურის მატება
  • ყელში და გულმკერდის არეში ტკივილის შეგრძნება
  • ხრჩობის შეგრძნება

რისი გადაყლაპვაა ყველაზე საშიში?

ავშვები ძირითადად ისეთ რაღაცას ყლაპავენ, რაც მარტივად გამოიდევნება. თუმცა, მაგალითად, პატარა ელემენტი ნამდვილად საშიშია. მასში ქიმიური ნივთიერებებია. განსაკუთრებით ძალიან საშიშია, თუ კუჭში არ გადავიდა და საყლაპავში გაიჭედა. შეიძლება, დამწვრობა გამოიწვიოს.

  • პატარა ელემენტები: საშიშია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი საყლაპავში გადაეფარებიან. ეს შეიძლება დაზიანება და დამწვრობა გამოიწვიოს.
  • ბასრი და მეტალის ნივთები: შეიძლება სისხლდენა გამოიწვიოს.
  • მაგნიტები: რამდენიმე მაგნიტის გადაყლაპვა შესაძლებელია, რაც გაუვალობას გამოიწვევს.

როგორ უნდა მოვიქცეთ?

  1. თუ ბავშვმა არაშიში ნივთი გადაყლაპა, მიეცით წყალი, რათა დალიოს. დაელოდეთ და ორგანიზმი ნივთს ბუნებრივად გამოიტანს.
  2. თუ ბავშვმა ელემენტი გადაყლაპა, თაფლი უნდა ჩააწუწნოთ, ყოველ 10 წუთში ერთხელ. ეს მეთოდი 1 წლიდან ზემოთ გამოგადგებათ. წლამდე ბავშვებისათვის თაფლის მიცემა არ შეიძლება. თუ ბავშვი რაიმე ბასრ ნივთს გადაყლაპავს, ამან შეიძლება, სისხლდენაც გამოიწვიოს. ნებისმიერი მეტალი, წვეტიანი ნივთი საკმაოდ საშიშია. პატარა მაგნიტებიც ძალიან საშიშია. თუ ბავშვმა რამდენიმე ცალი გადაყლაპა, ერთმანეთს მიეწებება და შესაძლოა, გაუვალობა გამოიწვიოს.
  3. ბასრი ნივთები: სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს.
  4. თუ იეჭვეთ, რომ არასაშიში ნივთი გადაყლაპა, საპანიკო არაფერია. მიეცით წყალი, რომ დალიოს. დაველოდოთ და გამოიტანს.
  5. გახსოვდეთ, რომ: არ შეიძლება ბავშვს თითი პირის ღრუში ღრმად ჩავუყოთ.  შეიძლება, პირიქით, თითით ჩავტენოთ და სასულეში გადავაცდენინოთ. რა თქმა უნდა, პინცეტით და მსგავსი საშუალებებითაც არ შეიძლება. შესაძლოა, ბავშვს პირის ღრუ დავუზიანოთ. თუ პატარას თავს რომ ზემოთ ავაწევინებთ, უფრო კარგად ჩაისუნთქავს და დახველებისთვის იდეალური პოზაა.

უსაფრთხოება 

დაზიანების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია შევქმნათ უსაფრთხო გარემო ბავშვის გარშემო. მოარიდეთ ბავშვი პატარა ნივთებს.

  • თუ პატარამ რეზინის სათამაშოს პატარა დეტალი მოაკბიჩა, ის ორგანიზმს ბუნებრივად დატოვებს და გამოვა. ჩვენი კუჭის წვენი რეზინს ვერ დაშლის, ორგანიზმში ვერ შეიწოვება და გამოდის მთლიანად.
  • თუ ბავშვმა რეზინის ნივთი გადაყლაპა, საშიში არ არის. მთავარია. მას მეტალის ნაწილი არ ჰქონდეს. თუ პლასტმასის, პოლიეთილენის ნივთი გადაყლაპა და წვეტიანი ზედაპირი არ აქვს, არც ესაა საშიში.
  • ყველაზე ხშირად ბავშვები მონეტებს ყლაპავენ. ის ორგანიზმიდან დაუბრკოლებლივ გამოდის ხოლმე. თუმცა, შესაძლოა, მონეტა საყლაპავში გაიჭედოს და ასეთ შემთხვევაში, საავადმყოფოში უნდა წავიყვანოთ. ზოგადად, უცხო სხეული ორგანიზმიდან 4-5 საათში გამოდის.

დასკვნა

ბავშვების მიერ უცხო საგნების გადაყლაპვა შეიძლება მშობლებისთვის სტრესული სიტუაცია იყოს. თუმცა, სწორი ინფორმაციისა და მოქმედებების მიხედვით, შესაძლებელია ამ პრობლემის მართვა. მშობლებს რეკომენდებული აქვთ, რომ ყოველთვის იყვნენ ყურადღებით და საჭიროების შემთხვევაში, სწრაფად მიმართონ პროფესიონალების დახმარებას.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

ქალაქი-გამოქვაბული ესპანეთში: სეტენილ დე ლას ბოდეგასი

21 January, 2025
თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

22 იანვარი 2025
ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

ყავისფერი ინტერიერში – ფაქტები, რომელიც ამ ტონის შესახებ უნდა იცოდეთ

იანვარი 22, 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
ხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმების მეშვეობით დემენციის დიაგნოსტირებას შეძლებს

ხელოვნური ინტელექტი მხედველობის შემოწმების მეშვეობით დემენციის დიაგნოსტირებას შეძლებს

22 იანვარი 2025
ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

ვიდეო – ფრანგმა ბალერინამ ვიქტორია დობერვილმა ანტარქტიდაზე ყინულმჭრელის ცხვირზე იცეკვა

იანვარი 21, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

როგორ ამოვიცნოთ ნამდვილი ყველი?

იანვარი 21, 2025
კანის მოვლის მთავარი ტენდენციები

კანის მოვლის მთავარი ტენდენციები

იანვარი 22, 2025
“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

“დონალდ ტრამპის ახალი პოლიტიკა და მისი გავლენა საქართველოზე” – გიორგი ფხაკაძე აშშ-ის 47-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

21 იანვარი 2025
თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

თბილისის მერია წარმატებულ სპორტსმენებს დააჯილდოებს

იანვარი 21, 2025
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2024 წელს 23 მლრდ დოლარს გადააჭარბა

იანვარი 21, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights