ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
მთავარისამინისტრომინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ

მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ირინე წაქაძე და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორი, რუსუდან კოხოძე თბილისის ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მინისტრის მოადგილე და სააგენტოს ხელმძღვანელი ბავშვების საჭიროებებსა და იქ არსებულ ვითარებას გაეცნენ.
ირინე წაქაძის განცხადებით, ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

ბავშვთა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვანები ცხოვრობენ. მათთვის უზრუნველყოფილია ოჯახთან მიახლოებულ გარემოში ცხოვრება და მათი საჭიროებების შესაბამისი ინდივიდუალური ზრუნვა, რაც არასრულწლოვანების განვითარებას უწყობს ხელს და მათ საზოგადოებაში ინკლუზიას ზრდის.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „ერთი წლის შემდეგ შეგვიძლია დაბეჯითებით ვთქვათ, რომ DRG რეფორმა არის წარმატებული და მისი მიღწევები - საკმაოდ შთამბეჭდავი“ - სილვიუ დომენტე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights