ხუთშაბათი, იანვარი 16, 2025
მთავარიშენი ექიმირა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს მძიმე ჩანთის ტარებამ

რა პრობლემები შეიძლება შეუქმნას ბავშვს მძიმე ჩანთის ტარებამ

“მძიმე ჩანთის ტარება არ არის რეკომენდებული” – თითქმის ყველა პედიატრი ამას გირჩევთ და გეტყვით, რომ თქვენს შვილებს, ყოველდღიურად სატარებელი მძიმე ჩანთა, როგორღაც შეუმსუბუქოთ ან მის ტარებაში დაეხმაროთ.

რა პათოლოგიები შეიძლება გამოიწვიოს ბავშვებში რეგულარულად გადამეტებული წონის ტარებამ და რა შეიძლება იყოს დასაშვები ნორმა? – ამ კითხვას პედიატრი პასუხობს.

როგორც პედიატრი აცხადებს, ბავშვებში ტანდეგობის დარღვევა, დაახლოებით, 60-70%-ის შემთხვევაში გვხვდება. ამის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი კი მძიმე ჩანთის ყოველდღიური ტარება.

“ბავშვებში ტანდეგობის დარღვევა შესაძლებელია განპირობებული იყოს ბავშვის კვებით, ჯდომით, წოლით და სხვადასხვა დატვირთვით, ასევე კომპიუტერთან, ტელევიზორთან ჯდომით. პათოლოგიების განვითარების ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი, მძიმე ჩანთაა, რა დროსაც შეიძლება მოხდეს სქოლიოზის განვითარება. სიმძიმის დასაშვები ნორმა, ზოგადად, ყოველდღიურობაში, შეიძლება იყოს პატარა ასაკთან გათვლით 2 კგ”, – განმარტავს პედიატრი.

როგორც წესი, ბავშვებს კუნთოვანი სისუსტე აქვთ. მანანა მარტიაშვილის თქმით, მათი კუნთოვანი მასა არ არის ისე განვითარებული, რომ ბავშვის არასწორმა ჯდომამ, სიმძიმის ტარებამ ან სხვა სახის რაიმე დატვირთვამ მის ტანადობაზე გავლენა არ იქონიოს:

“ყოველთვის არ ვითარდება სქოლიოზი, სქოლიოზი თავისებურად გენეტიკური პათოლოგიაა. რომლის დროსაც ხერხემალში ხდება გადახრა. ბავშვებს იმხელა ჩანთების ტარება უწევთ, რომ შეიძლება ორი კილო კი არა, ეს წონა შეიძლება 5 და 6 კგ-მდეც კი ავიდეს”

სქოლოიზის განვითრების ძალიან ბევრი ფაქტორია. სქესიც კი ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიუანსია. როგორც პედიატრმა აღნიშნა, გოგონებში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ბიჭებში. როგორც ირკვევა, გოგონებს ნაკლებად აქვთ განვითარებული კუნთოვანი მასა, და ზოგადადაც, ბავშვებში არ არის განვითარებული ეს კუნთოვანი ნაწილები ისე, რომ სიმძიმის ტარება ყოველდღიურად შეძლონ. ამიტომ, შესაძლებელია ბავშვის თანდაყოლილი რაიმე სახის პათოლოგია, უფრო გაღრმავდეს.

ნახეთ სრულად

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

საბაუდია: რომიდან 1 საათის გზაზე, ზღვისპირა კურორტი ტირენეის ზღვაში

15 January, 2025
ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

ამერიკელი ეპიდემიოლოგი არ გამორიცხავს, რომ ირმის ე.წ. „ზომბის ვირუსი“ ადამიანებზეც გავრცელდეს

15 იანვარი 2025
როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

როგორ დაიბადა „ძველით ახალი წელი“?

იანვარი 13, 2025
პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

პანამური პომიდორი: უნიკალური ჯიში და მისი უპირატესობები

იანვარი 15, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

ზეთა ბანაკი – დაგხვდებათ პატარა, კომფორტული კოტეჯი, კარვები და სასადილო

იანვარი 15, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ხორბლის ბურღულის ფლავი

ხორბლის ბურღულის ფლავი

იანვარი 15, 2025
თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

თმის ცვენა მშობიარობის შემდეგ

იანვარი 15, 2025
Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

Derinkuyu: 3000-წლიანი მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც შემთხვევით აღმოაჩინეს

14 იანვარი 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

როგორია თბილისში ბინების ფასი — ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამოწვევები და რეალობა

იანვარი 16, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights