ნევრასტენია – წარმოადგენს გართულებულ ნევროზს, რასაც ახლავს აქტიური აღგზნება, გაღიზიანება, მოთენთილობა, ორგანიზმის გამოფიტვა, ასევე ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლა.
ნევრასტენია წარმოადგენს გართულებულ ნევროზს, რომელიც მოიცავს აქტიური აღგზნების, გაღიზიანების, მოთენთილობის და ორგანიზმის გამოფიტვის სიმპტომებს. გარდა ამისა, ნევრასტენია ხშირად ჩნდება ვეგეტატიური ნერვული სისტემის მოშლით. ამ მდგომარეობამ შესაძლოა მნიშვნელოვნად შეამციროს ცხოვრების ხარისხი და გავლენა მოახდინოს როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ კეთილდღეობაზე.
მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
· ინტოქსიკაცია;
· ვიტამინების უკმარისობა;
· ორგანიზმის იმუნური დაცვის დარღვევა;
· სიმსივნური პროცესები;
· შაქრიანი დიაბეტი;
· შეუსაბამო ფსიქიკური შესაძლებლობები;
· გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა;
· ქრონიკული დაღლილობა;
· დეპრესია.
გამოიყოფა დაავადების შემდეგი ფორმები:
· ჰიპერსტენიული;
· გამაღიზიანებელი სისუტე;
· ჰიპოსტენიური.
ნევრასტენიის ფორმები პაციენტის მიხედვით:
· ნევრასტენია ქალებში;
· ნევრასტენია მამაკაცებში;
· ნევრასტენია ბავშვებში.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· უძილობა;
· შაკიკი;
· უღონობა;
· სუსტი მეხსიერება;
· დისკომფორტი;
· ნათელ შუქზე ემოციური რეაქცია;
· გულის რითმის აჩქარება;
· ლიბიდოს დაქვეითება;
· ნაწლავების მგრძნობელობის გაზრდა;
· იმპოტენცია მამაკაცებში;
· არტერიული წნევის აწევა;
· კეფისა და ზურგის არეში ჩხვლეტის შეგრძნება;
· თავბრუსხვევა;
· კანის საფარის ტკივილი;
· ტკივილი კეხის არეში;
· ყურებში ხმაური და ბჟუილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
· ფსიქოთერაპევტის მიერ პაციენტის დათვალიერება;
· ასევე ვიწრო პროფილის სპეციალისტებთან კონსულტაცია.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· ფიზიომკურნალობას;
· რეფლექსოთერაპიას;
· მასაჟს;
· დიეტას;
· ბისტიმულატორების, ნეიროტროპული პრეპარატების და ანტიდეპრესანტების მიღებას;
· ჰიპნოზს;
· ფსიქოთერაპევტთან ვიზიტს;
· აუტოგენურ ვარჯიშებს;
· სანატორიულ-საკურორტო მკურნალობას.
საშიშროება
დაავადების გართულებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული დეპრესია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· დღის რეჟიმის დაცვა;
· სრულფასოვანი ძილი;
· დასვენება;
· ემოციური დატვირთვის თავიდან არიდება;
· ვიტამინების მიღება;
· იმუნიტეტის გაძლიერება.
დასკვნა
ნევრასტენია ერთ-ერთი ისეთი მდგომარეობაა, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ჯანმრთელობაზე. დროულად მიმართეთ სპეციალისტს და მიიღეთ პროფესიონალური დახმარება, რათა თავიდან აიცილოთ მდგომარეობის გაუარესება და დაიწყოს ეფექტური მკურნალობა.
მასალის გამოყენების პირობები