ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში რეგიონში პირველი წარმატებული გულის გადანერგვის ალტერნატიული ჩარევა, გულის პარკუჭოვანი სისტემის იმპლანტაცია ჩატარდა
გულის ქრონიკული უკმარისობა გარდაუვალი პროგრესირებადი დაავადებაა, ზომიერი და მძიმე პაციენტები ჰოსპიტალიზებული არიან მაღალი სიხშირით და აბსოლიტურად რეზისტენტული არიან სამედიცინო თერაპიის მიმართ.გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს ახასიათებთ ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობის დაქვეითება, სიცოცხლის ხანგრძლივობის მნიშვნელოვნად შეზღუდვა და მაღალი სიკვდილიანობა.
თანამედროვე გრძელვადიანი პარკუჭის დამხმარე სისტემის(LVAD) გამოყენება რადიკალურად აუმჯობესებს გულის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტების მდგომარეობას. პაციენტებისთვის, რომლებიც ვერ იტარებენ გულის გადანერგვას და ამოწურეს წამლით თერაპიის რესურსი, ეს სისტემა დღეს თერაპიის ერთადერთი ალტერნატივაა.
პირველი წარმატებული მაღალტექნოლოგიური ჩარევა,გულის ხელოვნური დამხმარე სისტემის იმპლანტაცია რთული კარდიოლოგიური დიაგნოზით 68 წლის პაციენტს ნ. ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ ცენტრში ჩაუტარდა.
ჩარევა ჩატარადა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის კარდიოქირურგების, კარდიოლოგების, ანესთეზიოლოგ რეანიმატოლოგების და პერფუზიოლოგთა მაღალკვალიფიციური გუნდის მიერ.