რა არის ცრუ კრუპი? – სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

0
353
რა არის ცრუ კრუპი? - სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
#post_seo_title

ცრუ კრუპი (ხორხის მწვავე სტენოზი) – მწვავე ინფექციური ან ანთებით დაავადების სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ხორხის შეშუპება. ცრუ კრუპი ყველაზე ხშირად გვხვდება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ცრუ კრუპი (ხორხის მწვავე სტენოზი): სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობის მეთოდები – რა არის ცრუ კრუპი?

ცრუ კრუპი, რომელსაც ასევე უწოდებენ ხორხის მწვავე სტენოზს, არის მწვავე ინფექციური ან ანთებითი დაავადება, რომელსაც ხორხის შეშუპება ახასიათებს. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გვხვდება და ხშირად სერიოზულ სუნთქვის პრობლემებს იწვევს.

მიზეზები
ცრუ კრუპი ჩნდება ხორხში სასუნთქი გზების შევიწროვების გამო.
მისი გაჩენის მიზეზებია:
·         ადგილობრივი ანთებით პროცესები (ლარინგიტი, ანგინა);
·         მწვავე ინფექციური დაავადებები (წითელა, ქუნთრუშა, გრიპი);
·         ალერგიული რეაქციები;
·         ადგილობრივი ტრავმები (ჰემატომები, უცხო სხეულები);
·         ორგანიზმის დაავადებები (გულის, სისხლძარღვების, თირკმელების).
ხორხის მწვავე სტენოზი ზრდასრულებში – იშვიათი მოვლენაა და ჩნდება დიფტერიის ფონზე.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კომპენსაციის სტადია – სუნთქვის გახშირება და პულსის დასუსტება;
·         სუბკომპენსაციის სტადია – ხუთვა, კანის სიფერმკრთალე, პულსის გახშირება, არტერიული წნევის აწევა, ავადმყოფი შფოთავს;
·         დეკომპენსაციის სტადია – ხშირი სუნთქვა, ავადმყოფი სულ ვერტიკალურ მდგომარეობაშია, სახე ხდება მოლურჯო-მკრთალი ფერის, უხშირდება პულსი, ოფლიანობს, უვარდება არტერიული წნევა;
·         ასფიქსიის სტადია – წყვეტილი სუნთქვა ან სუნთქვის შეწყვეტა, გულის მუშაობის დასუსტება, ინტენსიური ხშირი პულსი, კანი ხდება მონაცრისფრო-მკრთალი ფერის, გონების დაკარგვა, შეუკავებელი შარდვა, გულის გაჩერება.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად ექიმი-პედიატრი ატარებს დიაგნოსტიკას შემდეგი ღონისძიებებით:
·         ფარინგოსკოპია;
·         ლარინგოსკოპია;
·         ცხვირის დათვალიერება;
·         ფილტვების აუსკულტაცია;
·         ცხვირის არხების რენტგენოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ანტიბიოტიკებს;
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ანტიჰისტამინურ პრეპარატებს;
·         ხველის საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         სედატიურ პრეპარატებს;
·         ინჰალაციას;
·         დეჰიდრატაციულ თერაპიას;
·         ტრაქეოტომიას (დეკომპენსაციისა და ასფიქსიის სტადიისთვის).

საშიშროება
თუ არ მოხდა დროული დახმარების აღმოჩენა, პაციენტი შეიძლება გარდაიცვალოს ხუთვისგან.
არსებობს ტრაქეოტომიის შემდეგ გართულებების წარმოქმნის ალბათობა, როგორიცაა:
·         ასპირაციული პნევმონია;
·         კანქვეშა ენფიზემა;
·         შიდა სისხლდენა.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         ალერგიული ადამიანები;
·         ექსუდატიური დიათეზის მქონე ბავშვები;
·         გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და ფილტვების დაავადების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ცხვირხახის ანთებითი და ინფექციური დაავადებების დროული მკურნალობა;
·         ვიტამინების გამოყენება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ