რუსეთში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად იზრდება.
ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე რუსეთში COVID-19-ის გავრცელების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
„მხოლოდ 12-18 აგვისტოს პერიოდში COVID-19-ის ახალი შემთხვევები 31,4%-ით გაიზარდა. მოსკოვში დაფიქსირდა 3940 ახალი შემთხვევა.
გასული კვირის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის ინფექციის შემთხვევათა რაოდენობა 100 ათას მოსახლეზე 9,21-ს შეადგენდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 31,4%-ით მეტია. შემთხვევების მატება აღინიშნება რუსეთის 71 რეგიონში, მათ შორის 17 რეგიონში, სადაც ზრდა საშუალო მაჩვენებელზე მაღალიც კი იყო.
ამავე კვირაში ჰოსპიტალიზაცია 1409 ადამიანს დასჭირდა, რაც 28,1%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით. ჰოსპიტალიზაციების რაოდენობა გაიზარდა 43 რეგიონში.
მიუხედავად ამისა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც გაიზარდა – 10 558 ადამიანი, რაც 20,3%-ით მეტია წინა კვირასთან შედარებით. ამასთან, 11 პაციენტი გარდაიცვალა.“