კვირა, სექტემბერი 8, 2024
მთავარიაკრედიტაცია"ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+"- ში “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს –...

“ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+”- ში “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი

"ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+"- ში “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილის და თათია გოჩაძის ვიზიტი N ქირონ+ ში

კლინიკის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ:

"ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+"- ში “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩევლების იოსებ დემეტრაშვილის და თათია გოჩაძის ვიზიტი N ქირონ+ ში

ვიზიტი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ სტანდარტებს, კერძოდ, პაციენტთა ჩართულობის სტანდარტს კლინიკების განვითარების პროცესში.

აღნიშნული პროექტის თანახმად, ჰოსპიტალმა შეარჩია პაციენტებთან ურთიერთობის კოორდინატორები, რომელთაც მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ პაციენტებთან და მათ ოჯახის წევრებთან – უზრუნველყოფენ მათ ინფორმირებასა და დაეხმარებიან ნებისმიერი მათთვის საინტერესო საკითხის გარკვევაში.

პროექტის მიზანია პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების ჩართულობის გაზრდა ჯანდაცვის პროცესში, რაც მოიცავს კომუნიკაციის გაუმჯობესებას, პრობლემების ეფექტურად მოგვარებას და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობაში.

პროექტის ცენტრალური კომპონენტია პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორის (PRC) როლის შექმნა.

პაციენტთა ურთიერთობის კოორდინატორი ამ პროექტის ცენტრალური ფიგურაა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებთან, მათ ოჯახებთან და ჯანდაცვის პროვაიდერებთან ეფექტურ კომუნიკაციას. ეს როლი აუცილებელია პრობლემების მოგვარებისთვის, პაციენტთა კმაყოფილების გასაუმჯობესებლად და “აკრედიტაცია კანადის” სტანდარტებთან შესაბამისობის შესანარჩუნებლად.

კოორდინატორი წარმოადგენს პაციენტთა ინტერესებს და მუშაობს ჯანდაცვის პერსონალთან, რათა შექმნას უფრო საპასუხო და თანამგრძნობი ჯანდაცვის გარემო. ეს პოზიცია მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მყისიერი საკითხების მოსაგვარებლად, არამედ პაციენტთა მოვლის გრძელვადიანი გაუმჯობესებისთვისაც.

ცნობისთვის – საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის მოსაპოვებლად “ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+”-მა სამუშაო პროცესში უკვე შექმნა პაციენტთა კმაყოფილების კითხვარი, რომელიც ონლაინ ივსება და ანონიმურად იგზავნება. კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/nqiron

 პასუხებს „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენლობა გაეცნობა და დამუშავებულ ინფორმაციას თვეში ერთხელ წარუდგენს ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას.
 ჰოსპიტალში ყველა სართულზე თვალსაჩინო ადგილას გამოკრულია პოსტერები, სადაც დატანილია QR კოდი, რომლის საშუალებითაც პაციენტები ან მათი ახლობლები ავსებენ კითხვარს:

"ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+"- ში “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმი

“ნეონატალოგიურ ცენტრი N ქირონ+”-   საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის – „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით.

"ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+"- ში “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტების ჩართულობა კლინიკების განვითარების პროცესში საქართველოს ისტორიაში სიახლეა და მიმართულია ჯანდაცვის ხარიხსის გაუმჯობესებისკენ.ყველაფერ აღნიშნულის ინიციატორი გახლავთ ჯანდაცვის მსოფლიო ექპსერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელიც საქართელოში „აკრედიტაცია კანადის“ წარმომადგენელია."ნეონატალოგიურ ცენტრ N ქირონ+"- ში “აკრედიტაცია კანადის” მრჩევლებმა ნაყოფიერი ვიზიტი გამართეს – ინერგება პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორის ინსტიტუტი | შენი ექიმიპაციენტთა ჩართულობას კლინიკების მართვის პროცესში აქტიურად აშუქებს მედიაჰოლდინგი „შენი“, რომელიც პირველი საზოგადოებრივი ჯანდაცვის თემატიკის მედიაჰოლდინგია არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს რეგიოში.

“პაციენტთა საბჭო“  შიქმნება ყველა იმ კლინიკაში, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის „აკრედიტაცია კანადის“ ჩართულობით. აღნიშნული ინიციატივა ეფუძნება დასავლურ სტანდარტებს და მოტივირებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მისაღწევად.რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, აღნიშნული გამოკითხვა უკვე ტარდება ყველა იმ კლინიკაში, რომელიც ასევე აკრედიტაციის პროცესს გადის „აკრედიტაცია კანადის“ სტანდარტების მიხედვით. გამოკითხვა შესაძლებელია QR კოდის დასკანერების საშუალებით, რომელიც განთავსებულია ყველა აღნიშნულ კლინიკაში და ასევე ვებპორტალზე – sheniekimi.ge.

გამოკითხვა მომზადებულია და ტარდება ,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის მიერ საერთაშოროსო ,,აკრედიტაცია კანადის (Accreditation Canada)-ის სტანდარტების მიხედვით სამედიცინო დაწესებულების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.კვლევის მიზანია, პაციენტის სამედიცინო მომსახურების გაწევის/მიღების პროცესის შესწავლა;

არსებული სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების შესაბამისად გაუმჯობესება; საჭირო სტანდარტების დანერგვის აუცილებლობის და საჭიროების გამოვლენა; შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება.

მკვლევარისაერთაშორისო აკრედიტაცია კანადის წარმომადგენლი საქართველოში ექიმი პროფესორიგიორგი ფხაკაძე.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ანონიმურია და რესპონდენტის იდენტიფიცირება შეუძლებელიაკითხვარის შევსების დროს პირადი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები არ ივსებაშევსებული ინფორმაცია კონფიდენციალური და ორიენტირებულია მხოლოდ შედეგზერაც გულისხმობს სამედიცინო მომსახურების მიწოდების ხარისხის შესწავლას და გაუმჯობესებას… ანონიმურობა დაცული იქნება კვლევის ყველა ეტაპზე.

აღნიშნული კვლევის შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დეტალური ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
,,საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის’’ პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელს: იოსებ დემეტრაშვილს.
საკონტაქტო: +995 555 423 845
info@accreditation.ge
მისამართი: საქართველო, თბილისი, ბეთლემის აღმართი 3, საფოსტო ინდექსი: 0105 www.sheniekimi.ge

#drpkhakadze #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
15 საინტერესო ფაქტი და საიდუმლო ეიფელის კოშკზე

15 საინტერესო ფაქტი და საიდუმლო ეიფელის კოშკზე

8 September, 2024
ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

8 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
ბავშვებში ჭარბი წონა და სპორტის ნაკლებობა მოზარდილობაში კიდევ ერთი საშიში დიაგნოზის მიზეზი აღმოჩნდა –  30-წლიანი დაკვირვების შედეგები

ბავშვებში ჭარბი წონა და სპორტის ნაკლებობა მოზარდილობაში კიდევ ერთი საშიში დიაგნოზის მიზეზი აღმოჩნდა –  30-წლიანი დაკვირვების შედეგები

8 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
იდეალური ადგილი ბალიზე დასვენებისთვის – ირაკლი ნინუას სამოგზაურო გზამკვლევი

იდეალური ადგილი ბალიზე დასვენებისთვის – ირაკლი ნინუას სამოგზაურო გზამკვლევი

8 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights