კვირა, სექტემბერი 8, 2024
მთავარიშენი ფიტნესიროგორ ავირიდოთ თავიდან გაუწყლოება - ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას სითხის...

როგორ ავირიდოთ თავიდან გაუწყლოება – ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება

წყლის ბალანსის შევსება შეჯიბრის პირობებში როგორც უკვე აღინიშნა, გარემოს მაღალი ტემპერატურის პირობებში ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას სითხის მნიშვნელოვანი რაოდენობა იკარგება, რის შედეგიცაა ორგანიზმის გაუწყლოება, რამაც საბოლოოდ სითბური დარტყმა შეიძლება გამოიწვიოს. როგორ ავირიდოთ თავიდან გაუწყლოება

ფიზიკური დატვირთვის დროს წყლის საკმარისი რაოდენობით მიღებისას სხეულის ტემპერატურა ნაკლებად იმატებს. თუ სითხის მიღება დროში სწორადაა გადანაწილებული, ე.ი. სითხე მიიღება ნაწილ-ნაწილ, ყოველ 15-40 წთ-ში 150-200 მლ-ის რაოდენობით, მცირდება სისხლის პლაზმის დაკარგვა და, შესაბამისად, შენარჩუნდება ცირკულირებადი სისხლის ნორმალური მოცულობა, რაც, თავის მხრივ, დადებითად აისახება გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე.

მაღალი ტემპერატურის პირობებში ინტენსიური და ხანგრძლივი ფიზიკური დატვირთვის დროს, ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოება, რაც სითბური დარტყმის რისკს ზრდის.

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას. ცნობილია, რომ სითხის დიდი რაოდენობა უფრო მალე ტოვებს კუჭს, მაგრამ ინტენსიური დატვირთვისას კუჭის სითხით გადავსება გამოიწვევს არასასიამოვნო შეგრძნებებს, ამიტომ სითხის მიღება მცირე ულუფებითაა რეკომენდებული.

ცნობილია ასევე, რომ გლუვი კუნთების აქტიურობის ხარჯზე ცივი წყალი უფრო სწრაფად ტოვებს კუჭს, მაშასადამე, სასმელი გაცივებული უნდა იყოს,თუმცა ინტენსიური ტრენინგისას წყალი უმჯობესია იყოს ოთახის ტემპერატურის რადგან არ მოხთეს სისხლძარევების სპაზმირება.

გლუკოზის ხსნარების მიღება არა მარტო ორგანიზმში წყლის მარაგის შევსებას უწყობს ხელს, არამედ სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. ეს კი, თავის მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი შრომისუნარიანობის შენარჩუნებისათვის, ვინაიდან ხანგრძლივი მუშაობის პირობებში სისხლში გლუკოზის დონე მცირდება. ამასთან, ცნობილია, რომ გლუკოზის მაღალი კონცენტრაციის მქონე ხსნარები კუჭიდან შედარებით ნელა ევაკუირდება, ე.ი, მიღებული სითხე უფრო დიდი ხნით რჩება კუჭში.

მაშასადამე, მიზანშეწონილია გლუკოზის დაბალი შემცველობის მქონე ხსნარების მიღება. კუჭიდან სწრაფი ევაკუაციისათვის სასმლის ოსმოსური წნევა დაბალი უნდა იყოს, რის მიღწევაც შესაძლებელია მასში მარილების დაბალი კონცენტრაციით. ფიზიკური აქტივობისას მიღებული სითხის მაქსიმალური რაო

განსაზღვრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ წყლის შეწოვის მაქსიმალური სიჩქარე წუთში 0,8 ლიტრია. მარილების დამატებითი რაოდენობით მიღება რეკომენდებულია მხოლოდ ფიზიკური დატვირთვის განმეორებადი (რამდენიმე დღის მიყოლებით) შესრულებისას, რომელსაც თან სდევდა ოფლის მნიშვნელოვანი რაოდენობით გამოყოფა. მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი მარილხსნარების მიღება რეკომენდებული არაა უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის შესრულებისას.

ნიშვნელოვანია, რომ შეჯიბრის პროცესში რეგულარულად მიაწვდოთ ორგანიზმს წყალი. წყლის ბალანსის შენარჩუნება ხელს უწყობს გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად.

შეიტანეთ ჰიდრატაციის სტრატეგიები თქვენს გეგმაში. მიირთვით სითხე არა მხოლოდ შეჯიბრის დროს, არამედ წინასწარ და მის შემდეგაც.

#drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
15 საინტერესო ფაქტი და საიდუმლო ეიფელის კოშკზე

15 საინტერესო ფაქტი და საიდუმლო ეიფელის კოშკზე

8 September, 2024
ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

8 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
ბავშვებში ჭარბი წონა და სპორტის ნაკლებობა მოზარდილობაში კიდევ ერთი საშიში დიაგნოზის მიზეზი აღმოჩნდა –  30-წლიანი დაკვირვების შედეგები

ბავშვებში ჭარბი წონა და სპორტის ნაკლებობა მოზარდილობაში კიდევ ერთი საშიში დიაგნოზის მიზეზი აღმოჩნდა –  30-წლიანი დაკვირვების შედეგები

8 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
იდეალური ადგილი ბალიზე დასვენებისთვის – ირაკლი ნინუას სამოგზაურო გზამკვლევი

იდეალური ადგილი ბალიზე დასვენებისთვის – ირაკლი ნინუას სამოგზაურო გზამკვლევი

8 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights