კვირა, სექტემბერი 8, 2024
მთავარიშენი ექიმიუპრეცედენტო აფეთქება - "მაიმუნის ყვავილთან" დაკავშირებით ჯანმო განცხადებას ავრცელებს

უპრეცედენტო აფეთქება – “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით ჯანმო განცხადებას ავრცელებს

„ჯანდაცვის სფეროში გლობალური შეშფოთების საგანგებო მდგომარეობაა“ – განცხადებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით ავრცელებს.

მაიმუნის ყვავილის უფრო საშიში შტამი აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ვრცელდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, “მაიმუნის ყვავილის“ უპრეცედენტო აფეთქება, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს.

“მაიმუნის ყვავილის ინფიცირების შემთხვევები იზრდება. ჯანმო-ს შეფასებით, მაიმუნის ყვავილის რისკი გლობალურად არსებობს, მისი გავრცელების რისკი მაღალია. მაიმუნის ყვავილის გლობალური გავრცელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გადაუდებელ საერთაშორისო შეშფოთებას წარმოადგენს.

ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძე 4 აგვისტოს გააფრთხილა საქართველოს მოსახლეობა, “მაიმუნის ყვავილის“ უპრეცედენტო აფეთქების შესახებ.

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მაიმუნის ყვავილის შესახებ ინფორმაციას გვაწვდის და აცხადებს, რომ ჩუტყვავილას ვაქცინა არის 85% ეფექტური ამ ვირუსის წინააღმდეგ.

მაიმუნის ყვავილი” შეიძლება წავიდეს, როგორც ჩვეულებრივი, ან ა-ტიპიური გრიპი, შესაძლოა, გარკვეული გამონაყარიც ჰქონდეს, ყველაფერი ინდივიდუალურია.

მაიმუნის ყვავილის (mpox) უპრეცედენტო აფეთქება, როგორც მოსალოდნელი იყო, უკვე გასცდა ქვეყნის საზღვრებს.

ორმოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც ყვავილმა ხალხში ცირკულირება შეწყვიტა, მაგრამ ეს დაავადება დღემდე მიიჩნევა ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მკვლელად, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში იმაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე სხვა რომელიმე ინფექციურმა დაავადებამ, თუნდაც შავმა ჭირმა ან ქოლერამ.

მაიმუნის ყვავილს იწვევს მაიმუნის ყვავილის ვირუსი — იმავე ოჯახის წარმომადგენელი, რომლისაც არის ყვავილი. თუმცა, ის გაცილებით ნაკლებად მწვავეა და ექსპერტთა განცხადებით, ინფექციის შანსებიც დაბალია.

ძირითადად ცირკულირებს ცენტრალური და დასავლეთ აფრიკის ქვეყნების მიყრუებულ ნაწილებში, ტროპიკული ტყეების სიახლოვეს.

არსებობს ვირუსის ორი ძირითადი შტამი — დასავლეთაფრიკული და ცენტრალურაფრიკული.

საინკუბაციო პერიოდი 7-დან 14 დღემდე გრძელდება. თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია, მათ შორის არის ცხელება, თავის ტკივილი, ლიმფური ჯირკვლების შეშუპება, შემცივნება, ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი და ზოგადი მოთენთილობა.

შემდეგ მოდის გამონაყარი სახესა და სხეულზე, მათ შორის პირში, ხელის გულებსა და ტერფებზე.

გამოყრილი მუწუკები სითხით არის სავსე და ხშირად წითელი წრეები აკრავს. ბოლოს ისინი ფუფხად გარდაიქმნება და ორ-სამ კვირაში თავისით ცვივა. კანზე შეიძლება დატოვოს ნაწიბურები.

„მკურნალობა ძირითადად მხარდაჭერითია, რადგან არ არსებობს კონკრეტული წამალი. თუმცა, არის ვაქცინა, რომელიც დაავადების განვითარების პრევენციას ახდენს“, — ამბობს ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის საერთაშორისო ჯანდაცვის პროფესორი ჯიმი ვითვორთი.

მაიმუნის ყვავილი – ვირუსული ინფექცია, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს, აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში გავრცელდა უფრო საშიში შტამით. ახალი კვლევების და მონაცემების მიხედვით, ახალ შტამს უფრო სერიოზული შედეგები მოაქვს.

გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციები:

დაიცავით სისუფთავე და პირადი ჰიგიენა, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც შტამი გავრცელებულია.

2019 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაამტკიცა ახალი ვაქცინა მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ, რომელიც შესუსტებულ ყვავილვაქცინის ვირუსს ეფუძნება. ის ორდოზიანი ვაქცინაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც შეზღუდულია.

გაიარეთ ვაქცინაცია და მოიძიეთ დამატებითი ინფორმაცია ვაქცინების შესახებ, რომლებიც შეიძლება იყოს ეფექტური ამ ახალ შტამზე.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
15 საინტერესო ფაქტი და საიდუმლო ეიფელის კოშკზე

15 საინტერესო ფაქტი და საიდუმლო ეიფელის კოშკზე

8 September, 2024
ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

ნაკრებში არასდროს გამიტანია გოლი, პირველი გოლია და იმედია ასე გავაგრძელებთ – გიორგი ქოჩორაშვილი

8 სექტემბერი 2024
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს წინსაფარი – 5 მთავარი რჩევა

სექტემბერი 7, 2024
რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

რატომ არ ვაშენებთ მიწავაშლას? – სამკურნა­ლოა, მასში დიდი რაოდენობით არსებული ინულინი – პოლისაქარიდი, რომელიც გამოიყე­ნება როგორც სახამებლისა და შაქრის შემ­ცვლე­ლი შაქრიანი დიაბეტის დროს

სექტემბერი 5, 2024
„ჩემო მშვენიერო, როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ…“ – მამა თეიმურაზის ემოციური წერილი შვილს

„ჩემო მშვენიერო, როდესაც მე აღარ ვიქნები და შენს დაბადების დღის აღსანიშნავ ახალ წერილს ვეღარ წაიკითხავ…“ – მამა თეიმურაზის ემოციური წერილი შვილს

8 სექტემბერი 2024
თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

თბილისში ერთ-ერთი საინტერესო და ლამაზი ადგილი, რომალიც აუცილებლად უნდა ნახო და სტუმარსაც აჩვენო თბილისის ბოტანიკური ბაღია

სექტემბერი 6, 2024
ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ბულგარული წიწაკა -რა უნდა ვიცოდეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

სექტემბერი 7, 2024
იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

იზაბელ იუპერი სილამაზის შესახებ საუბრობს

სექტემბერი 7, 2024
იდეალური ადგილი ბალიზე დასვენებისთვის – ირაკლი ნინუას სამოგზაურო გზამკვლევი

იდეალური ადგილი ბალიზე დასვენებისთვის – ირაკლი ნინუას სამოგზაურო გზამკვლევი

8 სექტემბერი 2024
7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

7 სექტემბერი საქართველოს ეროვნული გმირის ამბროსი ხელაიას დაბადების დღეა

სექტემბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights