კვირა, დეკემბერი 8, 2024
მთავარიშენი ექიმიროგორ დავეხმაროთ მარტოსულ ბავშვს

როგორ დავეხმაროთ მარტოსულ ბავშვს

ყველას გვინდა, ჩვენი შვილი სოციალურად წარმატებული იყოს. აუცილებელი არ არის, კლასში ყველაზე პოპულარული გახდეს, მაგრამ იმის იმედი მაინც გვაქვს, რომ მეგობრები ან თუნდაც ერთი კარგი მეგობარი ეყოლება.

მეგობრობა ბავშვის ცხოვრებაში დიდ ადგილს იკავებს. ის ისე უხვად ასაზრდოებს სიხარულით ბავშვის სამყაროს, რომ მისი მნიშვნელობის აღიარებისთვის ესეც კი კმარა, თუმცა საქმე მხოლოდ სიხარულში არ არის – მეგობრული ურთიერთობა აუცილებელია ბავშვის განვითარებისთვის. ის საძირკველს უყრის ისეთ ცხოვრებისეულ უნარებს, როგორიცაა მოსმენა, პრობლემის გუნდურად გადაჭრა, საკუთარი თავის გამოხატვა და სხვა.

მეგობრის ან მეგობრების ყოლა თავდაჯერების წყაროცაა.

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო დიდი როლი ენიჭება მეგობრობას მის ემოციურ და პირად ცხოვრებაში.

მეგობრული ურთიერთობების ნაკლებობა უდავოდ ახდენს გავლენას ბავშვის ხასიათზე, თვითშეფასებასა და, საზოგადოდ, ცხოვრების ხარისხზე. მარტოსული ბავშვისთვის სკოლაში სიარული მწარე გამოცდილებად იქცევა, სოციალური მედია კი – დეპრესიის წყაროდ. ასეთი ბავშვები თავს გარიყულებად გრძნობენ, ვერ ხვდებიან, რა სჭირთ, რატომ ვერ პოულობენ მეგობრებს. სოციალურ მედიაში წარმატებული და პოპულარული თანატოლების ყოველდღიურობაზე დაკვირვება მათ მდგომარეობას უფრო მეტად ამძიმებს.

რა შეგვიძლია მშობლებს?

როგორ ამოვიცნოთ მარტოსული ბავშვი
თუ თქვენი შვილი ბევრ დროს ატარებს მარტო, შესაძლოა ეჭვი გაგიჩნდეთ, რომ ის მარტოსულია, მაგრამ თუ არ შემოგჩივით, რომ მეგობრები არ ჰყავს ან არ ახდენს უბედურის შთაბეჭდილებას, შესაძლოა უბრალოდ მარტო ყოფნა სიამოვნებდეს. მშობელთან ერთად მისი მეგობარიც უნდა იყოთ. ამ შემთხვევაში უკეთ მიხვდებით, რას გრძნობს თქვენი შვილი, გეცოდინებათ, ჰყავს თუ არა მეგობრები ან თუნდაც ერთი საუკეთესო მეგობარი, ხოლო თუ არ ჰყავს, აწუხებს თუ არა ეს.

ვეძებთ მიზეზებს
მშობლისთვის ძნელი საყურებელია, როგორ უჭირს მის შვილს მეგობრების შეძენა, მით უმეტეს – როცა ვერ ხვდება მიზეზს და არ იცის, რით დაეხმაროს.

საქმე კი უმეტესად ასეა:
. ბავშვი ვერ ხვდება, როგორ წამოიწყოს და შეინარჩუნოს ურთიერთობა. ზრდასრულ ასაკში სოციალიზაციის მარტივი წესები უკვე გათავისებული გვაქვს და იმდენად ბუნებრივი გვეჩვენება, გვავიწყდება, რომ ადამიანს დედის მუცლიდან არ დაჰყვება მათი ცოდნა – უნდა ისწავლოს. ზოგიერთ ბავშვს ეს თავისთავად გამოსდის, ზოგიერთს კი შესაძლოა ვარჯიში დასჭირდეს.

ოღონდ ნუ იფიქრებთ, რომ რაკი სოციალიზაციის პრობლემა აქვს, ამიტომ თქვენს შვილს რაღაც სჭირს – გახსოვდეთ, ყველა ბავშვი თავისებურია.
. ბავშვს აშფოთებს ახალი ურთიერთობები. დამეთანხმებით, არათუ ბავშვები, უფროსებიც ვღელავთ ახალგაცნობილი ადამიანების წრეში. თუ თქვენი შვილი თქვენი მეგობრის შვილის დაბადების დღეზე აღმოჩნდა, სადაც არავის იცნობს, შესაძლოა, თავი იჩინოს სოციალური შფოთვითი აშლილობის ნიშნებმა. ასაკთან ერთად უხერხულობის განცდაც მოიმატებს, ამიტომ თუ ატყობთ, რომ თქვენს შვილს ამ კუთხით დახმარება სჭირდება, აუცილებლად დაეხმარეთ.
. დეპრესიისკენ არის მიდრეკილი. ასეთ დროს ბავშვი თავს არიდებს ხალხთან კონტაქტს. ეცადეთ, ძალდაუტანებლად დაითანხმოთ სოციალურ სივრცეში გარევაზე. საქმე ის არის, რომ ბავშვზე ასეთ დროს თავისივე უარყოფითი აზრები ახდენს გავლენას – ის თავს ირწმუნებს, რომ არავის სჭირდება, რომ მასთან მეგობრობა არავის მოუნდება, როცა სინამდვილეში შესაძლოა ძალიან კარგი დრო გაატაროს თანატოლების გარემოცვაში და რაც უფრო ხშირად მოხდება ეს, მით უფრო ნაკლებად გაუჩნდება ოთახში გამოკეტვის სურვილი.
. თეთრი ყვავის როლშია. ხდება ისეც, რომ ბავშვს სოციალური უნარები არ აკლია, უბრალოდ თავისნაირი ინტერესების მქონე თანატოლების პოვნა უჭირს. წაახალისეთ, არ შეწყვიტოს ძებნა, არ ჩაიციკლოს ერთ ჯგუფზე; აუცილებლად გამოჩნდებიან ბავშვები, რომლებთანაც თავს კომფორტულად იგრძნობს.
. ასაკთან შედარებით ფსიქოლოგიურად მოუმწიფებელია, ამიტომ შესაძლოა ვერ გაერკვიოს სიტუაციაში, ვერ მიხვდეს ხუმრობას, ვერ აჰყვეს სხვებს, ამან კი მისი ჯგუფიდან გარიყვა გამოიწვიოს.

რა ვუთხრათ და რა არ ვუთხრათ
რა პრობლემასთანაც უნდა გვქონდეს საქმე, მშობლის ინსტინქტი, უპირველეს ყოვლისა, შვილის დახმარებისკენ გვიბიძგებს, მაგრამ ჯერ ბოლომდე მოუსმინეთ ბავშვს, ჩასწვდით მისი პრობლემის არსს და გაარკვიეთ, რა სახის დახმარებას ითხოვს თქვენგან. აცადეთ ემოციებისგან დაცლა, აგრძნობინეთ, რომ სწორედ ის ადამიანი ხართ, ვინც ბოლომდე მოუსმენს და გაითვალისწინებს მის გრძნობებსა და სურვილებს. როდესაც ბავშვი თავის წრეში თავს მარტოსულად გრძნობს, მშობლის ყურადღება და უბრალოდ მოსმენაც კი დიდი შვებაა მისთვის, თქვენ კი რაც უფრო ყურადღებით მოუსმენთ, მით უფრო კარგად გაიგებთ, რა აწუხებს სინამდვილეში და პრობლემის მოგვარების საუკეთესო გზის პოვნაც გაგიადვილდებათ.

ზედმეტი არ მოგივიდეთ
თუ ბავშვი გადაწყვეტს, თავისი პრობლემა გაგიზიაროთ, ნუ შეიცხადებთ. მშვიდად მოუსმინეთ და ისეთი რეპლიკებით შემოიფარგლეთ, როგორიცაა, მაგალითად: “ნამდვილად უსიამოვნო მოსასმენია”, ან “მესმის, ნაწყენი ხარ, მაგრამ შეცდომები ყველას მოსდის”. ნუ გალანძღავთ და დაემუქრებით იმ ადამიანს, ვისზეც ბავშვი ნაწყენია – ამით მასში აგრესიას გააღვიძებთ, რაც არსებულ სიტუაციას ნამდვილად არ წაადგება.

თუ ბავშვმა საერთოდ არ მოისურვა ამ სენსიტიურ თემაზე საუბარი, ნუ დააძალებთ. შეგიძლიათ მოუყვეთ თქვენი ბავშვობის იმ პერიოდზე, როდესაც თვითონვე გრძნობდით თავი გარიყულად და მარტოსულად, უამბოთ, როგორ გადალახეთ ეს მდგომარეობა, როგორ იპოვეთ მეგობრები, რომლებიც დღეს თქვენ გვერდით არიან.

დაუსვით კითხვები
როდესაც ბავშვი თავის პრობლემაზე საუბარს წამოიწყებს, ნუ დაუსვამთ გამომცდელ, მაპროვოცირებელ კითხვებს. მაგალითად, თუ გიყვებათ, რომ ენატრება მეგობარი, რომელსაც ბოლო დროს თითქმის ვეღარ ხედავს, ჰკითხეთ, მისი აზრით, რა მიზეზით ჩამოშორდნენ ერთმანეთს? როგორ გაჩნდა მათ ურთიერთობაში პირველი ბზარი? მესამე ადამიანი ხომ არ ჩარეულა? მეგობართან საუბარი თუ სცადა? რა პასუხი მიიღო მისგან? თუ შეატყვეთ, რომ რომელიმე კითხვაზე პასუხს თავს არიდებს, სავარაუდოდ, პრობლემის ძირიც სწორედ აქაა.

დაეხმარეთ სოციალური უნარების გამომუშავებაში
თუ ხვდებით, რომ თქვენი შვილის მარტოსულობის მიზეზი სოციალური უნარების ნაკლებობაა, დაეხმარეთ მათ გამომუშავებაში. გაინაწილეთ როლები და გაითამაშეთ სხვადასხვა პრობლემური სიტუაცია, ასწავლეთ, როგორ დააინტერესოს თანატოლები, შესთავაზეთ სასაუბრო თემები, დაეხმარეთ, ჩამოაყალიბოს საკუთარი ინტერესის სფერო. თუ ბავშვს მზა პასუხები ექნება, ნაკლებად დაიბნევა, როდესაც რამე საკითხზე მისი აზრით დაინტერესდებიან.

მიეცით შანსი
უარს ნუ ეტყვით ისეთ აქტივობებზე, რომლებიც, როგორც ჩანს, ნამდვილად აინტერესებს – ასეთ სიტუაციებში უფრო დიდი შანსია, ბავშვმა მსგავსი ინტერესების მქონე თანატოლები გაიცნოს და დაუმეგობრდეს. გარემოში, სადაც ბავშვი თავს კომფორტულად იგრძნობს, საქმიანობისას, რომელიც გამოსდის, თავდაჯერებაც მეტი ექნება და, შესაბამისად, მეტად გახსნილიც იქნება ახალი ურთიერთობებისთვის.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

ბოზკაადა თურქეთის ბიუჯეტური კუნძულია

6 December, 2024
ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

ზოდიაქოს ნიშნები, რომელთათვის შემდეგი 10 წელი დაუჯერებლად კარგი იქნება

7 დეკემბერი 2024
სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

სამი საახალწლო დეკორაციის ხრიკი: მარტივად შექმენით ჯადოსნური ატმოსფერო

დეკემბერი 7, 2024
როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

როგორ შევინახოთ გარჩეული ნიგოზი – ამ მეთოდით ინახება 1 წლამდე

დეკემბერი 5, 2024
ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

ეს, შესაძლოა, სიმსივნეზე მიანიშნებდეს – რომელი სიმპტომები არ უნდა დავტოვოთ უყურადღებოდ

3 დეკემბერი 2024
ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა ბეთჰოვენის დნმ მიიღეს და მისი ცხოვრების იდუმალი დეტალები გამოავლინეს

დეკემბერი 4, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

სამარხვო რეცეპტი საახალწლო სუფრისთვის

დეკემბერი 7, 2024
საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

საიდან იწყება ნაძვის ხის მორთვის ტრადიცია

დეკემბერი 7, 2024
ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

ქვეყნები, სადაც ახალი წელი მეგობრებთან ერთად დაუვიწყარი გახდება

7 დეკემბერი 2024
რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

რიყე-ნარიყალას საბაგირო გზა მუშაობას 14 დეკემბერს განაახლებს — თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

დეკემბერი 7, 2024
2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

2024 წლის ოქტომბერში საქართველოში მშენებლობის ღირებულება გაიზარდა

დეკემბერი 7, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights