შაბათი, ივლისი 20, 2024
მთავარიშენი ექიმივარჯიშის 6 სარგებელი, რაც შეიძლება არ იცოდეთ

ვარჯიშის 6 სარგებელი, რაც შეიძლება არ იცოდეთ

ვარჯიშის 6 სარგებელი, რაც შეიძლება არ იცოდეთ.

ყველამ იცის, რომ ვარჯიში გვიხსნის დაძაბულობას, ზრდის კუნთებს, აუმჯობესებს გულის და ფილტვების მუშაობას, ახდენს დემენციის პრევენციას, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და აძლიერებს ტვინის მიერ ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას. თუმცა, ვარჯიშს სხვა სარგებელიც აქვს, რომლის შესახებაც ბევრმა შეიძლება არ იცოდეს:
1. ვარჯიში გვეხმარება მუცლისა და კანქვეშა ქსოვილში კონცენტრირებული თეთრი ცხიმის გარდაქმნაში ყავისფერი ცხიმის მსგავს სუბსტანციად. ჩვენი სხეულის ცხიმის უმეტესი ნაწილი თეთრი ცხიმისგან შედგება, რომელიც ზრდის დიაბეტის, გულის დაავადებების და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების რისკს. ყავისფერი ცხიმი აძლიერებს მეტაბოლიზმს. ის ძირითადად მდებარეობს კისერსა და მხრებზე, ანაწევრებს სისხლში არსებულ შაქრის და ცხიმის მოლეკულებს, გამოიმუშავებს სითბოს და წვავს კალორიებს
2. ვარჯიში ცვლის ათასობით გენის გამოხატულებას. გენები, როგორიცაა მაგალითად, ADRB2, ვარჯიშის საპასუხოდ არეგულირებენ წონას. როდესაც კვირაში სამ საათზე მეტს ვვარჯიშობთ, ხდება APOA1 გენის “ჩართვა”, რომელიც მონაწილეობს HDL-ის ანუ კარგი ქოლესტერინის წარმოებაში. ვარჯიში “გამორთავს” FTO გენს, რაც ეხმარება ლეპტინის, დანაყრების ჰორმონის ნორმალიზებას.
ეპიგენეტიკა არის სწავლება, რომლის მიხედვით, ჩვენი გარემო, ცხოვრების წესი და დიეტა გავლენას ახდენენ ჩვენი გენების მუშაობაზე და შეუძლიათ სპეციფიური გენების “ჩართვა” ან “გამორთვა” დნმ-ის ცვლილების გარეშე.
3. ვარჯიში ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და კარგი ქოლესტერინის, HDL-ის დონეს სისხლში. ვარჯიშის მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია “გამოვრთოთ” დიაბეტის გენები.
მკვლევარებმა დაადგინეს, რომ აქტიურ ქალებს, რომლებსაც აქვთ LIPC-ის გენის ერთ-ერთი ვარიანტი, უუმჯობესდებათ HDL-ის დონე და ინფარქტის უფრო ნაკლები ალბათობა აქვთ, ვიდრე აღნიშნული გენის იგივე ვარიანტის მქონე არააქტიურ ქალებს.
4. აუმჯობესებს მეთილაციას. მეთილაცია არის უჯრედში მიმდინარე ქიმიური პროცესი, რომელიც ეპიგენეტიკის საფუძველია და გადამწყვეტ როლს ასრულებს გენის ექსპრესიისა და სხვადასხვა ბიოლოგიური ფუნქციის რეგულირებაში. მეთილაცია უმჯობესდება ერთჯერადი ვარჯიშის შედეგადაც კი. რაც უფრო ინტენსიურია ვარჯიში, მით მეტ ცვლილებებს იწვევს მეთილაციის და ეპიგენეტიკური თვალსაზრისით, რაც კუნთებს ეხმარება უკეთ აითვისონ სისხლში არსებული შაქარი და გაძლიერდნენ.
5. ვარჯიში აქვეითებს არტერიულ წნევას. მე მაქვს მაღალი წნევის ოჯახური ისტორია. თუმცა, ჩემთვის გამოსავალი არის ვარჯიში. გენი, სახელად ენდოთელინ-1 ( EDN1 ) სისხლძარღვების ძლიერ შევიწროვებას იწვევს, რაც წნევის მომატებასთანაა კავშირში.
EDN1 გენის ჩემი ვარიანტი ჰიპერტენზიის მაღალი რისკის ქვეშ მაყენებს თუ ფიზიკურად არააქტიური ვიქნები; სანამ რეგულარულად ვვარჯიშობ, ჩემი წნევა არ მოიმატებს.
6. ვარჯიში ზრდის ჰორმონ ირისინის დონეს, რომელიც კუნთების მიერ ვარჯიშის საპასუხოდ გამომუშავდება და რომელსაც, ვარჯიშის ჰორმონსაც უწოდებენ.
ირისინი “ატყუებს” თეთრ ცხიმს, მოიქცეს ყავისფერი ცხიმის მსგავსად, აყალიბებს კუნთებს, ააქტიურებს წონის კლებას და ბლოკავს დიაბეტს.
მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის ინტერვალურ შიმშილთან კომბინაცია ზრდის ჰორმონის დონის მომატებასაც უწყობს ხელს.
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
https://www.cell.com/cel…/fulltext/S1550-4131%2814%2900006-0https://www.frontiersin.org/…/10.3389/fphys.2021.772894/fullhttps://www.researchgate.net/…/Short-term-exercise…https://www.nytimes.com/…/how-exercise-may-fight-obesity-by…https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC4443300/
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5844200/https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/17938376/https://pubmed.ncbi.nlm.nih.gov/3127426/https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC6687775/
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

18 July, 2024
საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

19 ივლისი 2024
5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

ივლისი 9, 2024
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

ივლისი 13, 2024
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

12 ივლისი 2024
„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

ივლისი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

ივლისი 16, 2024
ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ივლისი 16, 2024
ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

15 ივლისი 2024
რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

ივლისი 14, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights