პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
მთავარიშენი ექიმიაუცილებელია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის დროული ჩატარება

აუცილებელია ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის დროული ჩატარება

ინსულტის შემდეგ, სასიცოცხლო ფუნქციებისა და ზოგადი მდგომარეობის სტაბილიზაციისთანავე, უნდა დაიწყოს სარეაბილიტაციო მკურნალობა.

რაც უფრო ადრე დაიწყებთ ინსულტის შემდგომი სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ აღიდგინოთ შესაძლებლობები და განავითაროთ ფუნქციური უნარ-ჩვევები. ჩვეულებრივ, ინსულტის რეაბილიტაცია იწყება ინსულტიდან 24-48 საათის შემდეგ.

ინსულტის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობა ძირითადად მიმართულია – მოძრაობის უნარის (ფიზიკური თერაპია), მეტყველების და ყლაპვის უნარის (მეტყვლების თერაპია), ყოველდღიურ აქტივოვბებში მონაწილეობისა და საკუთარი თავის მოვლის (ოკუპაციური თერაპია), კოგნიტური, კომუნიკაციური და ფსიქოლოგიური (ფსიქოლოგიური დახმარება) შეზღუდვის გაუმჯობესებაზე.

ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია კიდურების მოძრაობის სიფართის, ძალის, წონასწორობის, კოორდინაციისა და სიარულის აღდგენა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიწყოს დიაგნოზის დასმიდან დაუყოვნებლივ.

ინსულტის შემდეგ, ფიზიკურ შეზღუდვასთან ერთად, ხშირია კოგნიტური ფუნქციის სხვადასხვა კომპონენტის დარღვევა, როგორიცაა: ყურადღება, ინფორმაციის გადამუშავების სისწრაფე, ვერბალური და მხედველობითი მეხსიერება, მეტყველება და აღქმა. აღნიშნული ფუნქციების გაუმჯობესებაში, ნეირო და ფსიქოთერაპიის პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ფიზიკური აქტივობები.

კომუნიკაციის დარღვევები შეიძლება შეეხოს კომუნიკაციის სხვადასხვა ელემენტს, როგორიცაა ლაპარაკი, აღქმა, კითხვა, წერა, ჟესტიკულაცია და პრაგმატიკა (საუბრის წარმართვის პრაქტიკული უნარი, კონტექსტის/სიტუაციის გათვალისწინებით). კომუნიკაციის დარღვევის არსებობა უარყოფითად აისახება ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე, სოციალურ ჩართულობასა და დამოუკიდებლობის ხარისხზე.
კვლევები ადასტურებს, რომ ინსულტის შემდგომი დროული რეაბილიტაცია ხელს უწყობს პაციენტის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდას ყოველდღიურ ცხოვრებაში- საკუთარი თავის მოვლას, სოციუმში დაბრუნებას. კომპლექსური და მულტიდისციპლინური მიდგომა უზრუნველყოფს დადებით ეფექტს.

კენ ვოლკერის სარეაბილიტაციო კლინიკაში სარეაბილიტაციო ღონისძიებები იგეგმება მულტიდისციპლინური გუნდის მიერ, რომლის ძირითადი წევრები არიან: ფიზიკური, ოკუპაციური, მეტყველების თერაპევტები, ფსიქოლოგი, ნეიროფსიქოლოგი, ჰიდრო თერაპევტები, ექიმ-ნევროლოგები და ექიმ-რეაბილიტოლოგები. აღნიშნული გუნდი ინსულტის მქონე პაციენტთან და მათ ოჯახის წევრებთან ერთად ქმნის პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ რეაბილიტაციის კურსს, რომლის შედეგია ბენეფიციარის ცხოვრებს ხარისხის გაუმჯობესება.

ამ დრომდე, კენ ვოლკერის კლინიკაში ინსულტის და ტრავმების შემდგომი რეაბილიტაციის კურსი ჩაიტარა 430-მა ბენეფიციარმა. ჩვენი გუნდი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, რათა ჩვენთან მოსული თითოეული პაციენტი ისევ დაუბრუნდეს დამოუკიდებელი ცხოვრების წესს.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
15 საუკეთესო ადგილი აფრიკაში ვიზიტისთვის

15 საუკეთესო ადგილი აფრიკაში ვიზიტისთვის

10 October, 2024
“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 10 ოქტომბერი

“რადიო პოზიტივი”-ს დღის ამბები 10 ოქტომბერი

10 ოქტომბერი 2024
ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ფერები, რომლებიც ნაცრისფერ საძინებელს განსაკუთრებით უხდება

ოქტომბერი 10, 2024
„სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

„სატყეო სკოლაში“ სწავლა დაიწყო

ოქტომბერი 10, 2024
,ღმერთი ადამიანს უგზავნის ადამიანებს, რომ ისინი გადარჩნენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა რესპონდენტს

,ღმერთი ადამიანს უგზავნის ადამიანებს, რომ ისინი გადარჩნენ“ – ნანუკა ჟორჟოლიანის ემოციური მიმართვა რესპონდენტს

10 ოქტომბერი 2024
სიღნაღი სიყვარულის ქალაქი – არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე

სიღნაღი სიყვარულის ქალაქი – არაჩვეულებრივი ხედები აქვს ალაზნის ველსა და კავკასიონის მთებზე

ოქტომბერი 10, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ვაშლის დაბინავება რეალიზაციის პროცესი

ოქტომბერი 7, 2024
ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ახალი დეტალები გახმაურებულ ჰოლივუდურ სკანდალზე

ოქტომბერი 3, 2024
მოგზაურობა იმუნურ სისტემას აძლიერებს და დაბერებას ანელებს – კვლევა

მოგზაურობა იმუნურ სისტემას აძლიერებს და დაბერებას ანელებს – კვლევა

10 ოქტომბერი 2024
თბილისში ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის საერთაშორისო მედიატურნირი გაიმართება

თბილისში ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის საერთაშორისო მედიატურნირი გაიმართება

ოქტომბერი 10, 2024
ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ღვინის კრისტალებით დამზადებული სამკაულები

ოქტომბერი 10, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights