„ევროპის უნივერსიტეტში“, მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის პირველი კონფერენცია „მტკიცებულებიდან პრაქტიკამდე“ გაიმართა.
ღონისძიება ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გახსნა. თამარ გაბუნიამ კონფერენციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიებებს, ექიმების უნარ-ჩვევების გაძლიერებაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
თამარ გაბუნიას თქმით, მეანობა-გინეკოლოგია დემოგრაფიული სიტუაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მიმართულებაა და მისი განვითარება სახელმწიფო პრიორიტეტს წარმოადგენს.
კონფერენციაში სხვადასხვა რეგიონის 200-მდე ექიმი მონაწილეობდა. საპატიო თავმჯდომარე მეან-გინეკოლოგი არჩილ ხომასურიძე იყო.
ღონისძიებაზე დარგის წარმომადგენლებმა და პროფესორებმა კონკრეტული შემთხვევების შესახებ ისაუბრეს.