ახალი კვლევის თანახმად, ომეგა-3 საკვებ დანამატი აგრესიასაც ამცირებს.
ამ აღმოჩენას გარკვეული წინაპირობებიც ჰქონდა. ძველ კვლევებში ომეგა-3 შიზოფრენიის პრევენციასთან დაკავშირდა. რაც შეეხება აგრესიას, ის და ანტისოციალური ქცევები ნაწილობრივ საკვები ნივთიერებების ნაკლებობასთან არის დაკავშირებული. რასაც ვჭამთ, ის პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენი ტვინის ქიმიასთან.
კვლევა პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. ისინი 3 918 ადამიანს დააკვირდნენ. ომეგა-3-ის მიღებამ მათში აგრესია 28%-ით შეამცირა.
„ვფიქრობ, დროა ომეგა-3 ადამიანებში აგრესიის შესამცირებლად გამოვიყენოთ”, — თქვა ნეირობიოლოგმა, ადრიან რეინიმ.
აღსანიშნავია, რომ კვლევამ მოიცვა როგორც ახალგაზრდები, ისე ზრდასრულები.
მკვლევრები ფიქრობენ, რომ ომეგა-3 ამცირებს ანთებას და დადებითად მოქმედებს ტვინის სასიცოცხლო ფუნქციებზე. სწორედ ეს უნდა იყოს აგრესიის შემცირების მიზეზი. ამასთან დაკავშირებით შეკითხვები ჯერ კიდევ არსებობს, მაგრამ მეცნიერები კვლევების მასშტაბების გაზრდას გეგმავენ.