შაბათი, იანვარი 18, 2025
მთავარიშენი ექიმიუნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული

უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული

 შვეიცარიაში დაფუძნებული სტარტაპი FinalSpark აცხადებს, რომ შექმნა უნიკალური პროცესორი, რომელიც ადამიანის ტვინის ქსოვილისგანაა დამზადებული. კომპანიაში ამ ქსოვილებს მინი-ტვინებს უწოდებენ და აცხადებენ, რომ “ცოცხალ კომპიუტერს” სილიკონის ველზე გამოთვლებისთვის იყენებენ.

ასევე: ლაბორატორიაში ადამიანის “მინი-ტვინებს” კომპიუტერული თამაში ასწავლეს — ვიდეო

და, აი, ახლა მკვლევრებს მასზე დისტანციური წვდომა ექნებათ. ამ მოწყობილობით ცდების ჩატარება შეეძლებათ, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე, რომელიც როგორც წესი, დიდ რესურსებს მოითხოვს.

“ბიოლოგიური გამოთვლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ ნეირონებს ინფორმაციის დასამუშავებლად გაცილებით ნაკლები ენერგია სჭირდებათ, ვიდრე კლასიკურ კომპიუტერებს. ნეირონები ამისთვის საშუალოდ მილიონჯერ ნაკლებ ენერგიას იყენებენ”, — წერს FinalSpark-ის მეცნიერი და სტრატეგიული მრჩეველი, ეველინა კურტისი.

როგორ მუშაობს სტარტაპი
სტარტაპი ტვინის ორგანოიდებს, ადამიანის ტვინის ქსოვილის მცირე ნიმუშებს იყენებს, რომლებიც ნერვული ღეროვანი უჯრედებიდან მიიღება. მკვლევრები ამ ორგანოიდებს სპეციალურ გარემოში ათავსებენ, რომელშიც ისინი ცოცხლობენ. ამის შემდეგ, ორგანოიდებს სპეციალიზებულ ელექტროდებთან აკავშირებენ. სწორედ ასე ხდება ინფორმაციის დამუშავება და გამოთვლები.

ცოცხალი კომპიუტერების კონცეფცია უკვე დიდი ხანია არსებობს. მაგალითად, გასულ წელს მეცნიერებმა ნეირონები ელექტრულ სქემებთან დააკავშირეს, რის შედეგადაც შეიქმნა მოწყობილობა, რომელსაც ხმის ამოცნობა შეეძლო.

ამ უჩვეულო მოწყობილობებს რამდენიმე საყურადღებო უპირატესობა აქვს. კლასიკური კომპიუტერებისგან განსხვავებით, ასეთი გამომთვლელი მექანიზმი ნახშირბადის მხრივაც ნაკლებ კვალს ტოვებს.

“ეს კიდევ ერთი მიზეზია, თუ რატომ არის ნეირონების გამოთვლებისთვის გამოყენება უპირატესი. გამოთვლების შესაძლებლობების გაუმჯობესების გარდა, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ სათბურის ემისიებიც”, — თქვა კურტისმა.

FinalSpark-ში იმედი აქვთ, რომ ტექნოლოგიას კიდევ უფრო დახვეწენ და ამ მიმართულებით მეტ დაფინანსებასაც მოიპოვებენ. მათი თქმით, მომავალი ბიოლოგიური და ციფრული გამოთვლების სინთეზშია.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

ათენი: 5 ადგილი ტურისტული ხალხმრავლობის მიღმა

16 January, 2025
შელოცვა გოგონებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ თავიანთი მონათესავე სული

შელოცვა გოგონებისთვის, რომლებსაც ჯერ არ შეხვედრიათ თავიანთი მონათესავე სული

17 იანვარი 2025
სამზარეულოს დიზაინისთვის 3 გამორჩეული ფერთა კომბინაცია, რომელიც ინსპირაციას მოგცემთ

სამზარეულოს დიზაინისთვის 3 გამორჩეული ფერთა კომბინაცია, რომელიც ინსპირაციას მოგცემთ

იანვარი 18, 2025
თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

თუ წელს კიტრის დათესვას აპირებთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს რჩევები

იანვარი 17, 2025
გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

გერმანელ ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ომის ეშინიათ. ახალი კვლევა

13 იანვარი 2025
რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

რატომ გახდა მზე ცისფერი – მეცნიერებმა ამოხსნეს საიდუმლო, რომელიც, დაახლოებით, 200 წლის წინათ მოხდა

იანვარი 17, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რა ფასად შემოდის ნიორი საქართველოში, რომელიც 46%-ით გაძვირდა

რა ფასად შემოდის ნიორი საქართველოში, რომელიც 46%-ით გაძვირდა

იანვარი 18, 2025
დავით კომახიძის პირველი კოლექცია Blumarine-ის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში

დავით კომახიძის პირველი კოლექცია Blumarine-ის შემოქმედებითი დირექტორის ამპლუაში

იანვარი 18, 2025
გზამკვლევი ემიგრანტებისთვის: როგორ მოვემზადოთ ახალ ქვეყანაში ცხოვრებისათვის

გზამკვლევი ემიგრანტებისთვის: როგორ მოვემზადოთ ახალ ქვეყანაში ცხოვრებისათვის

18 იანვარი 2025
როდის გაიხსნა მეტროსადგური ,,ისანი” და ,,სამგორი”

როდის გაიხსნა მეტროსადგური ,,ისანი” და ,,სამგორი”

იანვარი 18, 2025
„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორების გრანტების განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება

„აწარმოე საქართველოში“ ექსპორტიორების გრანტების განაცხადების მიღება განახლებული პირობებით გრძელდება

იანვარი 17, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights