კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარისამინისტროსამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია/აღჭურვისთვის სახელმწიფომ ₾37.1 მლნ გამოყო

სამედიცინო დაწესებულებების რეაბილიტაცია/აღჭურვისთვის სახელმწიფომ ₾37.1 მლნ გამოყო

სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 37.1 მლნ ლარი გამოიყო.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დადგენილების თანახმად, პროგრამის ბიუჯეტი, კომპონენტების მიხედვით, განისაზღვრა შემდეგნაირად:

  • სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საჭიროებებისათვის საპროექტო/სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა – 8 მლნ ლარი;
  • „ინფექციური პათოლოგიის შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ ფუნქციონირების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად – 3.7 მლნ ლარი;

აქედან, ინფექციური საავადმყოფოსთვის გამოყოფილი თანხა ასე ნაწილდება:

  1. საიჯარო გადასახადის დაფინანსება – 734.5 ათასი ლარი;
  2. შენობის აღჭურვა – 1.8 მლნ ლარი;
  3. ალტერნატიული ქსელის მოწყობის სამუშაოების შესყიდვა – 860 ათასი ლარი;
  4. ქონების გადასახადისა და საერთაშორისო აკრედიტაციის მომსახურების მიღების დაფინანსება – 386 ათასი ლარი.

საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგის მართვაში არსებული სამედიცინო დაწესებულებების:

  1. აღჭურვა – 9.01 მლნ ლარი;
  2. რეაბილიტაცია/პროექტირება/მშენებლობა – 6.5 მლნ ლარი.
  • პროგრამის ადმინისტრირება – 400 ათასი ლარი;
  • მიუსაფართა დროებითი თავშესაფრების, ფსიქიატრიული და ადიქტოლოგიური სერვისების მიმწოდებელი დაწესებულებების საპროექტო/სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებისა და აღჭურვილობის შესყიდვა – 7.5 მლნ ლარი;
  • სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა – 1.8 მლნ ლარი.

დადგენილება ძალაში 4 ივნისს შევიდა.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები სამინისტროსა და თანამშრომლების ხედვების შეჯერებით იქნება მიღებული“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights