სამშაბათი, ივნისი 18, 2024
მთავარიშენი ფიტნესიპირველი ფიტნეს აკადემიის შემდეგი სტატიები მიეძღვნება ძალიემიერი ვარჯიშის ასფექტებს...

პირველი ფიტნეს აკადემიის შემდეგი სტატიები მიეძღვნება ძალიემიერი ვარჯიშის ასფექტებს…

რა უნდა ვიცოდეთ ძალისმიერი ტრენინგის შესახებ!

პირველი ფიტნეს აკადემიის შემდეგი სტატიები მიეძღვნება ძალიემიერი ვარჯიშის ასფექტებს:

კლასიკური მძიმე წონით ვარჯიში (ან ძალისმიერი ვარჯიში) ზრდის მაქსიმალურ ძალას, რაც, მრავალი თვალსაზრისით, ღირებული ადაპტაციაა. მიუხედავად ამისა, მოსახლეობის ზოგი ჯგუფი — მაგალითად, სპორტსმენები და სამხედრო პირები — ეძებენ ახალ შესაძლებლობებს ძალის მატების ზედა ზღვრის ასამაღლებლად. ამავე დროს, მოსახლეობის სხვა ჯგუფებს სურთ გაზარდონ ან შეინარჩუნონ ძალა, მაგრამ ამავე დროს მათ არ შეუძლიათ მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება, მაგალითად, სახლში ვარჯიშის დროს, სამხედრო ნაწილის დისლოცირების დროს, ტრავმის ან ავადმყოფობის შემდეგ.

ამიტომ ამ აღწერილობითი მიმოხილვის მიზანია:

ა) ამჟამად ცნობილი იმ სტიმულების განსაზღვრა, რომელიც იწვევს ძალის მატებას;

ბ) დღეისთვის ცნობილი იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც გავლენას ახდენს ამ სტიმულების ეფექტიანობაზე გრძელვადიან პერსპექტივაში;

გ) განიხილოს (და ზოგიერთ შემთხვევაში, ივარაუდოს) პოტენციური შესაძლებლობები არსებულ საზღვრებს მიღმა ძალის მაქსიმალური ზრდისათვის;

დ) განიხილოს ძალის გაზრდის ან შენარჩუნების პრაქტიკული ასპექტები, როდესაც შეუძლებელია კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გავაანალიზებთ კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების კონცეფციას და ვაჩვენებთ, რომ ძალის მატება სტიმულირებულია მოვლენების გარკვეული თანმიმდევრობით, რომელიც მოიცავს:

  • გონების მაქსიმალურ ძალისხმევას, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის კუნთების მაქსიმალურ გააქტიურებას და იწვევს მათ ინტენსიურ შეკუმშვას სიმძიმის აწევისა და დაშვების (კონცენტრულ და ექსცენტრულ) ფაზაში;
  • მუშაობას მოძრაობების სრული დიაპაზონით;
  • და (პოტენციურად) მეტაბოლურ სტრესს, რომელიც გამოწვეულია კუნთების მუშაობით.

შემდეგ ჩვენ განვსაზღვრავთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ხელს უწყობს ამ სტიმულების გრძელვადიან ეფექტურობას, კერძოდ:

  • ვარჯიშის დროს ვარჯიშის მოცულობის და ინტენსივობის ოპტიმიზაცია;
  • ძალისმიერი ვარჯიშის ყოველი მისვლის დასაწყისს მინიმალური დაღლილობის მდგომარეობაში;
  • ვარჯიშებს შორის აღდგენის ოპტიმიზაციას;
  • და (პოტენციურად) ვარჯიშის სტიმულის პერიოდიზაციას.

ამ ცოდნით შეიარაღებულნი, ჩვენ განვსაზღვრავთ პოტენციურ შესაძლებლობებს ძალის გაძლიერების მაქსიმიზაციისათვის. დაბოლოს, განვსაზღვრავთ საერთო ძალის მაჩვენებლის განვითარებას ან მისი შენარჩუნების შესაძლებლობებს, როდესაც კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება შეუძლებელია.

აშშ-ის არმია ყოველთვის დაინტერესებულია ჯარისკაცების ფიზიკური შრომისუნარიანობის გაუმჯობესებით, იმ პირობით, რომ ამისათვის გამოყენებული მეთოდები ეთიკურია. ამ მიზნის მისაღწევად არსებული მრავალი არსებული გზიდან, მხოლოდ რამდენიმე  აუმჯობესებს მნიშვნელოვნად ფიზიკურ მაჩვენებლებს ისე, როგორც კლასიკური ძალისმიერი ვარჯიშები.

სამხედრო პერსონალის შრომისუნარიანობის გაუმჯობესების გარდა, სიმძიმეებით ვარჯიშებს ბევრი სარგებელი მოაქვს მოსახლეობის სხვა ჯგუფებისთვისაც. კერძოდ, ისინი აუმჯობესებენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო, პროფესიული, სპორტული და რეკრეაციული ამოცანების შესრულებას . ამიტომ ძალების მაქსიმალურად გაზრდის შესაძლებლობების შესწავლა მნიშვნელოვანია როგორც ჯარისკაცების, ისე სამოქალაქო პირებისთვის.

როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები აწყდებიან სიტუაციებს, როდესაც კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშები არ არის მათთვის ხელმისაწვდომი. მაგალითად, სახლში სპორტული აღჭურვილობის ნაკლებობისას  ან საველე ბანაკებში ვარჯიშის დროს; მდგომარეობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ტრავმის შემდეგ, როდესაც ის ვერ უძლებს მძიმე დატვირთვას; სახსრების დეგენერაცია დაბერების ან ართროზის შედეგად. მაგრამ ამ სიტუაციებშიც კი, ფიზიკური შრომისუნარიანობის გაუმჯობესება ან შენარჩუნება მნიშვნელოვან ამოცანად რჩება. ამიტომ განსაკუთრებით საინტერესოა ეფექტური ზომების შემუშავება ფიზიკური მუშაობის გასაუმჯობესებლად ან შესანარჩუნებლად, როდესაც კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების შესრულებაშეუძლებელია.

ფიზიკური შრომისუნარიანობის თვალსაზრისით, ძალისმიერი ვარჯიშის სარგებელი ნაწილობრივ არის ძალისმიერი ვარჯიშით განპირობებული მაქსიმალური სიძლიერის ზრდის შედეგი ამიტომ, ან მიმოხილვის მიზნებია:

ა) ამჟამად ცნობილი იმ სტიმულების განსაზღვრა, რომელიც იწვევს ძალის გაზრდას;

ბ) იმ ფაქტორების განსაზღვრა, რომლებიც ხელს უწყობს ამ სტიმულების გრძელვადიან ეფექტურობას;

გ) შემდეგ ამ ინფორმაციის გამოყენება ძალის გაზრდის მაქსიმიზაციის პოტენციური გზების განსახილველად;

დ) დაბოლოს, ძალის გაზრდის ან შენარჩუნების პრაქტიკული ასპექტების განხილვა იმ სიტუაციებისთვის, როდესაც კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების შესრულება შეუძლებელია.

გამოყენების სფერო და შეზღუდვები

ძალის გაზრდის მაქსიმიზაციის შესაძლებლობების განხილვისათვის, პირველ რიგში, ჩვენ განვსაზღვრავთ მის გამომწვევ სტიმულებს. არსებული სამეცნიერო მიმოხილვები უზრუნველყოფს ძალის გაზრდის გარე სტიმულების დეტალურ გაგებას, როგორიცაა სამუშაო წონა, მისვლების რაოდენობა და ა.შ. . ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის პრაქტიკოსს აწვდის  ძალის გაზრდის მეცნიერულად დასაბუთებულ რეკომენდაციებს.

თუმცა, ჩვენს სტატიაში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია შიდა სტიმულებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენი მიზანია გამოვავლინოთ ის ფაქტორები, რომლებიც გარე გავლენას (წონებითვარჯიში) უკავშირებენ სასურველ საბოლოო შედეგს (ძალის მომატება). პირველ რიგში, ჩვენ განვსაზღვრავთ შიდა სტიმულებს, რომელიც იწვევს ძალის მატებას, შემდეგ კი გამოვავლენთ მათ არსს, რაც საშუალებას მისცემს სხვა ადამიანებს შემოქმედებითად შეისწავლონ და თვალყური ადევნონ მათ, მანიპულირება მოახდინონ ამ სტიმულებით,მაქსიმალური ძალის მიღწევის იმედით.

დაბოლოს, ამ მიმოხილვაში, ჩვენ მიზნად ვისახავთ გავაერთიანოთ ძალისმიერი ვარჯიშების შესახებ  ამჟამად არსებული ცოდნა და გაგიზიაროთ არსებული იდეები (და თუნდაც მხოლოდ ვარაუდები) ძალისმაქსიმალურად გაზრდის მეთოდების შესახებ, რაც იქნება მომავალი კვლევის თემა. იმისათვის, რომ ხელი შევუწყოთ იდეების ფართო სპექტრის ინტეგრაციას ერთიან პარადიგმაში, ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ ახალ სისტემატურ მიმოხილვებს (როდესაც ეს შესაძლებელია), რომელშიც შეზღუდულია სხვადასხვა ნიუანსისა და ძირითადი მექანიზმების განხილვა. ჩვენი მთავარი მიზანია მომავალი კვლევის პოტენციური სფეროების გამოვლენა, და არა თითოეული სფეროს სიღრმისეული ანალიზი სხვადასხვა სიტუაციის კონტექსტში.

კიდევ ერთი შეზღუდვა არის ის, რომ თხრობითი მიმოხილვის ფორმატი, სისტემატურისგან განსხვავებით, ზრდის მიკერძოების რისკს კვლევების შერჩევისას და ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს დასკვნებზე. ამიტომ ჩვენ წინასწარ ვაფრთხილებთ მკითხველს ამ მიმოხილვის შეზღუდვების შესახებ და გირჩევთ შეისწავლოთ თანდართული ბმულები.

თუმცა, ამ მიმოხილვას პოტენციურად ძლიერი მხარე აქვს. ეს იმაში მდგომარეობს, რომ ფართო თემების განხილვა ხელს უწყობს მკითხველამდე გასაგებად მივიდეს ძალის მაქსიმალურად გაზრდის პერსპექტიული თეორიები და მომავალი პოტენციური შესაძლებლობები.

ძალის გაზრდის სტიმულები

ჩვენ მიერ შემოთავაზებული პარადიგმის მიხედვით, რომელიც შექმნილია კლასიკური მძიმე ძალისმიერი ვარჯიშების კონცეპტუალური ანალიზის გზით, ძალის მატება სტიმულირდება მოვლენების გარკვეული თანმიმდევრობით, კერძოდ:

  • მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევით, რაც უზრუნველყოფს ნერვული სისტემის მხრიდან კუნთების მაქსიმალურ გააქტიურებას, რათა ინტენსიურად შეკუმშოს ისინი სიმძიმის აწევისა და დაწევის ფაზაში (კონცენტრული და ექსცენტრული ფაზები);
  • მოძრაობების სრული სპექტრით მუშაობით;
  • და (პოტენციურად) კუნთების მუშაობითგამოწვეული მეტაბოლური სტრესით.

მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევა

ვარჯიშისა და ზოგადად ნებისმიერი თავისუფალი მოძრაობის შესრულების სიგნალი მოდის ტვინიდან, კერძოდ, დიდი ნახევარსფეროების მოტორული ქერქიდან. გრძელვადიან პერსპექტივაში ძალისმიერი ვარჯიშები იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის გაზომვად ადაპტაციას, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ძალის მატებაში: ეს არის ნეირონების აქტივობის ზრდა, ანტაგონისტური კუნთების კოაქტივაციის (ერთდროული გააქტიურების) შესუსტება აგონისტი კუნთების გააქტიურების დროს და ა.შ. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ძალისმიერი ვარჯიშების შესრულებასთან დაკავშირებული გონებრივი ძალისხმევა, როგორც ჩანს, თავისთავად ძალის მატების სტიმულია. დასტურად შეგვიძლია მოვიყვანოთ ის ფაქტი, რომ იდეომოტორული ვარჯიში — წარმოსახვითი ინტენსიური კუნთოვანი შეკუმშვა რეალური შეკუმშვის გარეშე — ეფექტურად ზრდის ძალას დროთა განმავლობაში . უფრო მეტიც, ასეთ ზრდას თან ახლავს ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგიური ცვლილებები (ადაპტაციები), რაც საბოლოოდ იწვევს ტვინიდან კუნთებამდე დაღმავალი ბრძანებების ზრდას. და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ შემთხვევაში ძალის მატება აიხსნება არა მხოლოდ ფსიქოლოგიური ან სამოტივაციო ფაქტორებით . და იგივე მეტაანალიზი  აჩვენებს, რომ იდეომოტორული ვარჯიშის დროს გონებრივი ძალისხმევის უფრო მაღალი ინტენსივობა იწვევს ძალის შემდგომ ზრდას.

კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ შედარებით უფრო მნიშვნელოვანი გონებრივი ძალისხმევით შესრულებული დაბალი დატვირთვით ვარჯიში დროთა განმავლობაში იწვევს ძალის უფრო მეტ ზრდას, ვიდრე ვარჯიში ნაკლები გონებრივი ძალისხმევით, მიუხედავად იგივე სამუშაო წონისა და კუნთების შეკუმშვის ხანგრძლივობისა. ეს დასკვნები ცხადყოფს, რომ გონებრივი ძალისხმევა თავისთავად თანდათან ახდენს ძალის მატების სტიმულირებას.

კუნთების მაქსიმალური გააქტიურება ცენტრალური ნერვული სისტემის მიერ ინტენსიური შეკუმშვის უზრუნველსაყოფად

ვარჯიშის შესრულების დროს მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევის შედეგად ხდება კუნთების მაქსიმალური ნერვული გააქტიურება, რაც აუცილებლად იწვევს მათ ინტენსიურ შეკუმშვას. ასეთი ნეირომუსკულური ურთიერთქმედება, რომელიც რეგულარულად მეორდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, იწვევს ადაპტაციების განვითარებას როგორც კორტიკოსპინალურ, ისე რეტიკულოსპინალურ ტრაქტებში [თავის ტვინის ქერქიდან და ღეროდან ზურგის ტვინის მოტორულ ნეირონებამდე არსებულ გამტარ გზებში და კუნთებში . მოტორული ნეირონი, ბოლო ზოგადი ნაბიჯი ძალის გამომუშავებისკენ, ყველაზე დეტალურად არის შესწავლილი; ძალის მატება მის დონეზე აიხსნება მოტორული ერთეულების განმუხტვის უფრო მაღალი სიხშირით (ამოქმედების უფრო მაღალი სიჩქარით) და განმეორებითი, ანუ ზედიზედ განმუხტვების უფრო მაღალი პროცენტით.

კუნთი ასევე განიცდის ადაპტაციას ვარჯიშის დროს შესრულებული განმეორებითი შეკუმშვის მიმართ. ეს ადაპტაცია მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) კუნთების შეკუმშვის უნარის ზრდას  და ძალის გამომუშავების გამომწვევი შეკუმშვის ცილების რაოდენობის ზრდას, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს კუნთების ზომის ზრდას.

სულ მცირე, კვლევების სამი ხაზი ადასტურებს თეორიას იმის შესახებ, რომ კუნთების ინტენსიური შეკუმშვა ასტიმულირებს ძალის მატებას სხვა ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად. პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, რომ იდეომოტორული ვარჯიშის დროს კუნთების წარმოსახვითი შეკუმშვა ზრდის ძალას, რეალური ძალისმიერი ვარჯიშების შემდეგ (ანუ მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევა და კუნთების შესაბამისი ინტენსიური შეკუმშვა), ძალის მატებას უფრო მეტია. მეორეც, ელექტრული დენით გამოწვეული კუნთების შეკუმშვა (ინტენსიური შეკუმშვა ყოველგვარი გონებრივი ძალისხმევის გარეშე) დროთა განმავლობაში ზრდის ძალას. მესამე, თუ სხვადასხვა დატვირთვისას ყველა ვარჯიში ტარდება მაქსიმალური გონებრივი ძალისხმევით, მაშინ ვარჯიში სულ უფრო მძიმე წონებით (რაც მოითხოვს უფრო და უფრო მეტ კუნთოვან ძალისხმევას) დროთა განმავლობაში უფრო მეტ ძალას იძლევა . ერთად აღებული, ეს მონაცემები მიუთითებს, რომ კუნთების ინტენსიური შეკუმშვა თანდათანობით ხელს უწყობს ძალის მატებას.

წყარო: Maximizing Strength: The Stimuli and Mediators of Strength Gains and Their Application to Training and Rehabilitation. Spiering BA, Clark BC, Schoenfeld BJ, Foulis SA, Pasiakos SM.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
მსგავსი სიახლეები
12 საუკეთესო კუნძული ევროპაში

12 საუკეთესო კუნძული ევროპაში

17 June, 2024
რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

რას ნახავთ საბერძნეთის კურორტ სერიფოსზე

14 June, 2024
6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

6 საუკეთესო გზა ბელგიაში სამოგზაუროდ თუ აქ მანქანას იქირავებთ

13 June, 2024
“ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა

“ხალხო, არ შეცდეთ, არ წახვიდეთ, სასაკლაოა გახსნილი! მე-5 მსხვერპლია ჩემი შვილი” – ვინ არის ქართველი ემიგრანტი, რომელიც ბარიატრიული ოპერაციის შემდეგ გართულებებით გარდაიცვალა

17 ივნისი 2024
რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს

რადიო „პოზიტივის“ დღის ამბები 17 ივნისს

17 ივნისი 2024
“ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო….” – როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!

“ზაზამ მითხრა, ამ სახლში პატარას ვერაფერს ვერ იპოვით სიდედრის გარდაო….” – როგორ ეხუმრება სიდედრს ზაზა ფაჩულია?!

17 ივნისი 2024
შპალერი თუ საღებავი – რომელია უმჯობესი და რატომ

შპალერი თუ საღებავი – რომელია უმჯობესი და რატომ

ივნისი 17, 2024
პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

პატარა ბაღის მოწყობის 10 ხერხი

ივნისი 17, 2024
როგორ გავახალისოთ ჩვენი სამზარეულო საზაფხულოდ

როგორ გავახალისოთ ჩვენი სამზარეულო საზაფხულოდ

ივნისი 17, 2024
„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

„ბავშვი უნდა გააქციო სოფლად და ბუნებაში, უნდა ირბინოს, იხტუნოს“

ივნისი 17, 2024
მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

მასწავლებლების ანაზღაურება იზრდება

ივნისი 17, 2024
დუხობორების სოფელი გორელოვკა – სულისთვის მებრძოლი ადამიანები

დუხობორების სოფელი გორელოვკა – სულისთვის მებრძოლი ადამიანები

ივნისი 17, 2024
“ბავშვმა არდადეგებზე კარგად უნდა დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო პროცესი გავხადოთ და არ დავარქვათ მეცადინეობა”

“ბავშვმა არდადეგებზე კარგად უნდა დაისვენოს, მათ შორის, ეკრანისგან. წიგნის კითხვა კი სასიამოვნო პროცესი გავხადოთ და არ დავარქვათ მეცადინეობა”

17 ივნისი 2024
„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე

„არიან ადამიანები, ეპოქას რომ ქმნიან და არ არის აუცილებელი ეს ადამიანები იმპერიებს მართავდნენ… მე თუ მკითხავთ – ანა და ანას იდეა, უნდა დარჩეს მზიურის ამ შესანიშნავ კაფეში“ – გიორგი კეკელიძე

17 ივნისი 2024
სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ

სკოლის საბაზო საფეხური 1 წლით გაიზრდება, სრული ზოგადი განათლება კი კვლავ 12-წლიანი იქნება – რა ცვლილებები შედის კანონში ზოგადი განათლების შესახებ

17 ივნისი 2024
ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში

ისტორიული „სადგური“ – ახალი ტურისტული სივრცე ასურეთში

ივნისი 17, 2024
იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა

იაპონიაში საქართველოს დღეები დასრულდა

ივნისი 17, 2024
„რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში“

„რეკორდული მაჩვენებლებია როგორც ტურიზმის, ისე ავიაციის სექტორებში“

ივნისი 17, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული 

საქართველოდან 11.4 მლნ აშშ დოლარის მოცვია ექსპორტირებული 

ივნისი 17, 2024
ბალი უფრო სასარგებლოა თუ ალუბალი

ბალი უფრო სასარგებლოა თუ ალუბალი

ივნისი 17, 2024
რა არ უნდა მივირთვათ ვახშმად

რა არ უნდა მივირთვათ ვახშმად

ივნისი 17, 2024
ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

ჯანმრთელი და ლამაზი ფრჩხილები რომ გქონდეთ

ივნისი 17, 2024
რჩევები რომელიც ზაფხულში გამოგადგებათ

რჩევები რომელიც ზაფხულში გამოგადგებათ

ივნისი 17, 2024
როგორ შევარჩიოთ თვალის ჩრდილი თვალის ფერის მიხედვით

როგორ შევარჩიოთ თვალის ჩრდილი თვალის ფერის მიხედვით

ივნისი 17, 2024
რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

რატომ არის ლონდონი საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქი

17 ივნისი 2024
10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან

10 საოცრება რომში, რომელთა შესახებ ტურისტებმა ნაკლებად იციან

17 ივნისი 2024
მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

მსოფლიოს 10 საუკეთესო საზაფხულო კურორტი

17 ივნისი 2024
ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

ქართველი გულშემატკივარი საქართველო-თურქეთის თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას ხვალ მიხეილ მესხის სტადიონზე უყურებს

ივნისი 17, 2024
ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან რკინაბეტონის კედელი მოეწყობა

ბაგებში, სამხარაულის ბიუროსთან რკინაბეტონის კედელი მოეწყობა

ივნისი 17, 2024
თბილისის  მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს

თბილისის მერია ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაციას აცხადებს

ივნისი 17, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights