ორშაბათი, ივლისი 14, 2025
მთავარისამინისტრო„2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება“

„2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება“

დღეს მთავრობა განიხილავს განკარგულების პროექტს, რომლითაც 2000-მდე მოქალაქეს კოვიდპანდემიის დროს დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი.

„უკვე რამდენიმე წელია ჩვენს მოქალაქეებს ჯარიმები რჩებათ, რომელთა ამოღებაც დღეს, ჩვენი აზრით, სრულიად არაგონივრული იქნებოდა. აქედან გამომდინარე მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს გადაწყვეტილებას ამ ჯარიმების განულებასთან დაკავშირებით. ამასთან დაკავშირებით წინადადება ჯანდაცვის სამინისტრომ შემოიტანა.

ჯარიმებისგან გათავისუფლდება 1855 ფიზიკური და 38 იურიდიული პირი. თანხის ჯამური მოცულობა იქნება დაახლოებით 5 მილიონ 600 ათასი ლარი“, – განაცხადა კობახიძემ.

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დასაქმებისა და კარიერული განვითარების ფორუმის მიზანია საქართველოში მაღალკვალიფიციური, ახალგაზრდა კადრების მოზიდვა და მათი დასაქმების ხელშეწყობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights