შაბათი, ივლისი 20, 2024
მთავარიUncategorizedრა ვირუსულ ინფექციებს უნდა ვერიდოთ წელიწადის ამ დროს?

რა ვირუსულ ინფექციებს უნდა ვერიდოთ წელიწადის ამ დროს?

გაზაფხულზე ჰაერის ტემპერატურა არასტაბილურია, რაც ადამიანის იმუნურ სისტემაზე მოქმედებს და მკვეთრად ზრდის სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების განვითარების რისკს. სტატისტიკურად ამ პერიოდში ყველაზე გავრცელებული ვირუსი გრიპია. წელს ხშირი იყო რინოვირუსის, პარაგრიპის, როტავირუსისა და კორონავირუსის შემთხვევებიც.

რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება? როგორია ვირუსული ინფექციების მკურნალობა და როგორ შეიძლება შევამციროთ მათი განვითარების რისკი? – ამ კითხვებით თოდუას კლინიკის თერაპევტს, ანა ნიკოლაშვილს მივმართეთ.

რა სიმპტომებით ვლინდება სასუნთქი გზების ინფექციები?

ჩვეულებრივ, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების პირველი ნიშნები დაავადებულთან კონტაქტიდან მე-2-3 დღეს ვლინდება შემდეგი სიმპტომებით: ზოგადი სისუსტე, ცხვირით სუნთქვის გაძნელება, სურდო, ყელის ტკივილი, შემაწუხებელი ხველა. ხშირ შემთხვევაში, ამ ნიშნებს თან ერთვის ტემპერატურული რეაქცია.

რომელი დაავადებები მიმდინარეობს ყველაზე მძიმედ?

ვირუსული ინფექციებიდან ყველაზე მძიმე მიმდინარეობით ხასიათდება გრიპი, რომლის დროსაც გვხვდება მკვეთრად  გამოხატული ზოგადი საერთო სისუსტე, შემცივნება, თავის, სახსრებისა და კუნთების  ტკივილი, ჰექტიური ცხელება. განსაკუთრებულად შემაწუხებელი სიმპტომებით ხასიათდება როტავირუსიც, რომლის დროსაც შესაძლოა გამოვლინდეს ზედა სასუნთქი გზების სიმპტომები, თუმცა წამყვანი ამ დროს ზოგადი ინტოქსიკაცია, ღებინება, წყლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მატებაა.

ვირუსული ინფექციები განსაკუთრებით მძიმედ მიმდინარეობს ადრეული ასაკის ბავშვებში, ქრონიკული დაავადებების მქონე და ხანდაზმულ პირებში.

როდის უნდა მივმართოთ ექიმს და როგორ უნდა ვუმკურნალოთ ვირუსულ ინფექციებს?

სპეციალისტთან ვიზიტი სასურველია მაშინ, თუ პაციენტს აღენიშნება გახანგრძლივებული ცხელება, მაღალი ტემპერატურა, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, არაბუნებრივი ძილიანობა, გაძნელებული სუნთქვა, შეტევითი ხასიათის ხველა, შემცირებული შარდის გამოყოფა.

რაც შეეხება მკურნალობას, ვირუსული ინფექციების დროს ყველაზე ხშირად მივმართავთ სიმპტომურ მკურნალობას ანუ ინიშნება მედიკამენტები ისეთი სიმპტომების საწინააღმდეგოდ, როგორებიცაა მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, შემაწუხებელი ხველა, ცხვირის დაგუბება და ა.შ. მნიშვნელოვანია, პაციენტმა მიიღოს ბევრი სითხე დღის განმავლობაში და იმ ოთახში, სადაც ის იმყოფება, შენარჩუნებული იყოს ჰაერის ტენიანობა.

რა ზომები უნდა მივიღოთ ვირუსული ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად?

იმისათვის, რომ შევამციროთ ვირუსული ინფექციების გავრცელება, აუცილებელია პირადი ჰიგიენის დაცვა, ანუ ხელების საპნითა და წყლით ხშირი დაბანა. ინფიცირებისა და დაავადების სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა დავრჩეთ სახლში. ასევე,  ხველის ან ცემინების დროს პირზე ან ცხვირზე უნდა მივიფაროთ ერთჯერადი ცხვირსახოცი.

ერიდეთ საკვების მიღებას სწრაფი კვების ობიექტებში. სახლში საკვების მომზადების დროს კი დაიბანეთ ხელები მომზადებამდე და მომზადების შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, თუ უმ პროდუქტთან გაქვთ შეხება. ეცადეთ გამოიყენოთ სხვადასხვა დაფა და დანა უმი და მზა პროდუქტებისთვის. კარგად და ყურადღებით გარეცხეთ მწვანილი, ხილი და ბოსტნეული.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

18 July, 2024
საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

19 ივლისი 2024
5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

ივლისი 9, 2024
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

ივლისი 13, 2024
ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“ ეროვნული არქივის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი

12 ივლისი 2024
„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

ივლისი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

ივლისი 16, 2024
ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ივლისი 16, 2024
ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

15 ივლისი 2024
რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

ივლისი 14, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights