ხუთშაბათი, მაისი 15, 2025
მთავარიშენი ექიმისამედიცინო სიახლე - როგორ მოქმედებს გარემო ბავშვის მეხსიერებასა და დასწავლის უნარზე?

სამედიცინო სიახლე – როგორ მოქმედებს გარემო ბავშვის მეხსიერებასა და დასწავლის უნარზე?

სამედიცინო სიახლე – როგორ მოქმედებს გარემო ბავშვის მეხსიერებასა და დასწავლის უნარზე?

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში „პირადი ექიმი“ სამედიცინო სიახლეზე საუბრობს :

„ძალიან მნიშვნელოვანი გამოცემა Environment International ახალ კვლევას აქვეყნებს, რომელშიც ესპანელი მეცნიერების ხანგრძლივი მუშაობის შედეგებია ასახული. ეს მრავალწლიანი კვლევის შეჯამებაა, რომელიც ესპანეთის 4 სხვადასხვა რეგიონში 1700-ზე მეტი ქალბატონის შვილების ჯანმრთელობის შესწავლითა და შეფასებით შედგა. კვლევამ მიზნად დაისახა, შეესწავლა სასკოლო ასაკის ბავშვების ყურადღების კონცენტრაციის უნარი და მეხსიერების თავისებურება, განსაკუთრებით მუშა მეხსიერების რესურსი.

მეცნიერებმა ეჭვი გამოთქვეს, რომ ამ ყველაფერზე გავლენა, შესაძლოა, გარემომ მოახდინოს. თავდაპირველად კონკრეტული ფაქტორები, რომლებიც მტკიცებით გამოიწვევდა ასეთ ხარვეზებს, დასახელებული არ იყო, მაგრამ კვლევამ აჩვენა, რომ გამონაბოლქვში, აზოტის ოქსიდის არსებობა ბავშვების ჯანმრთელობაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. მკვლევარებმა აზოტის ოქსიდთან ბავშვების ექსპოზიცია შეისწავლეს. მარტივად რომ ვთქვათ, დააკვირდნენ, როგორი იყო საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ჰაერის დაბინძურება, გამონაბოლქვით დატვირთვა და ამ გამონაბოლქვში აზოტის ოქსიდის არსებობა. ეს ყველაფერი ბავშვების ასაკობრივ განვითარებასთან ერთად გაითვალისწინეს. იყვნენ, თუ არა ისინი დედის ორსულობის პერიოდში ამ გარემოში. სიცოცხლის პირველ წლებში ამავე გარემოში რჩებოდნენ თუ არა, როგორი იყო მათი განვითარება 4, 6, 8 წლის ასაკში. ორ ჯგუფად დაყვეს და 4-დან 6 წლამდე და 6-დან 8 წლამდე ასაკში ბავშვების ყურადღების კონცენტრაციის უნარი და მუშა მეხსიერების ხარვეზი შეაფასეს. მათ ჰაერის დაბინძურებასა და მეხსიერების პრობლემებთან პირდაპირი ასოციაცია აღმოაჩინეს.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვები სიცოცხლის პირველი-ორი წლის მანძილზე აზოტის ოქსიდით დატვირთულ გარემოში არიან, მაშინ მათ 4-დან 8 წლამდე ასაკში ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი აუცილებლად გამოუვლინდებათ. განსაკუთრებით, ვაჟებს. ეს ხარვეზები დაუყოვნებლივ არ ვლინდება.
საგულისხმოა, რომ უკვე სასკოლო ასაკში ასეთ ბავშვებს ძალიან მკაფიოდ გამოხატული ყურადღების კონცენტრაციის ხარვეზი აქვთ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ დაბადებიდან პირველი ორი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ და სეირნობდნენ იმ გარემოში, სადაც დიდი რაოდენობით გამონაბოლქვი და ამ გამონაბოლქვში ძალიან დიდი რაოდენობით აზოტის ოქსიდი იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ამ მომენტიდან უკვე ვიცით, რომ განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ პატარებს, რადგან დაბინძურების ხარისხი, გარემოს სხვადასხვა ექსპერტის მიხედვით, მიწიდან 1 მეტრამდე სიმაღლეში განსაკუთრებით მაღალია. ჩვენი პატარები ერთ მეტრს არ აღემატებიან, მაშინაც კი, როცა მათ ეტლით ვასეირნებთ. ამიტომ, გარემოს დაბინძურების რისკი ბავშვების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუნდაც დღევანდელ სამედიცინო სიახლეზე დაყრდნობით.“

 

  მეცნიერებმა ბიორობოტული გული შექმნეს - ცოცხალი ორგანოს მსგავსად მუშაობს

 

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights