პარასკევი, ივნისი 13, 2025
მთავარისამინისტროპროცესში, კლინიკები, მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართულები

პროცესში, კლინიკები, მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართულები

ონკოლოგიური პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების უწყვეტი ჯაჭვის უზრუნველსაყოფად, ჯანდაცვის სამინისტროში, მორიგი შეხვედრა გაიმართა.
მიხეილ სარჯველაძე სფეროს სპეციალისტებს, ონკოლოგებს, ფარმაცევტული სექტორისა და პაციენტთა ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა, მედიკამენტების მარგებთან დაკავშირებით იმსჯელეს. სამუშაო ჯგუფი, პაციენტებისთვის, მედიკამენტებისა და სერვისის მიღების გამარტივების გზებზე იმუშავებს.
პროცესში, კლინიკები, მედიკამენტების იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანიები აქტიურად იქნებიან ჩართულები. გაფართოებულ შეხვედრაზე, მხარეებმა, ის სიახლეც განიხილეს, რაც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პროგრამული მედიკამენტების გაცემას გულისხმობს. აღინიშნა, რომ ცვლილება, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება და მკვეთრად გააუმჯობესებს პაციენტების ხელმისაწვდომობას მაღალი ხარისხის მკურნალობაზე.
შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის წევრები ირმა ზავრადაშვილი და რიმა ბერიძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  კონფერენციის მიზანია უშვილობასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდების გაზიარება და ახალი მიღწევებისა თუ ტექნოლოგიების გაცნობა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights