ჰიპერტონიული კრიზი

0
37

ჰიპერტონიული კრიზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს არტერიული წნევის მკვეთრი აწევა. ბავშვებში ის იშვიათად გვხვდება. რისკის ჯგუფს წარმოადგენენ 40 წელს გადაცილებული ადამიანები.
 
მიზეზები
დაავადების მიზეზებად ითვლება:
·         მარილის ჭარბი რაოდენობით გამოყენება;
·         ალკოჰოლის ჭარბი გამოყენება;
·         ზედმეტი ფიზიკური აქტივობა;
·         ზედმეტი ემოციური დატვირთვა.
 
სიმპტომები
დაავადებას საკმაოდ სხვადასხვაგვარი სიმპტომები აქვს:
·         თავბრუს ხვევა, თავის ტკივილი;
·         ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, გულის რევა, ღებინება;
·         გულმკერდის არეში ტკივილი;
·         ოფლიანობა;
·         მხედველობის დაბინდვა;
·         ხუთვა, ხველა;
·         სისუსტე ფეხებში;
·         სხეულის ტემპერატურის აწევა.
 
დიაგნოსტიკა
·         პაციენტის დათვალიერება;
·         გულის აუსკულტაცია;
·         არტერიული წნევის გაზომვა;
·         ელექტრო-კარდიოგრაფიული გამოკვლევის ჩატარება.
 
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება:
·         ჰიპოტენზიური პრეპარატები;
·         ყურადღების გადამტანი პროცედურები, მაგალითად ცხელი დანების აბაზანები;
·         სედატიური პრეპარატები;
·         სისხლძარღვების გამაფართოვებელი პრეპარატები;
·         სიმპტომატიკური თერაპია.
 
დიეტა
დაავადებულებისთვის საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც გამორიცხავს:
·         ალკოჰოლს;
·         სითხის დიდ რაოდენობას;
·         მლაშე და ცხარე პროდუქტებს.
 
საშიშროება
დაავადების დროს წარმოქმნილი ჰომოდინამიური ცვლილებები შესაძლოა გახდეს შემდეგი გართულებების მიზეზი:
·         მიოკარდის ინფარქტი;
·         ფილტვების შეშუპება;
·         იშემიური ინსულტი.
 
რისკის ჯგუფი
აღნიშნული მდგომარეობის განვითარების დიდი შანსია იმ ადამიანებში, რომლებიც არ ითვალისწინებენ ექიმის დანიშნულებას.
 
პროფილაქტიკა
·         ცხოვრების წესის ნორმალიზება, მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
·         სხეულის მასის დაკლება, დიეტის დაცვა;
·         ხარისხიანი მედიკამენტოზური მკურნალობა;
·         სპეციალისტთან რეგულარული კონსულტაციების გავლა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ