ჰესტოზი

0
26

ჰესტოზი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ორსულობის გართულება, რაც მის მეორე ნახვარში ხდება შესამჩნევი. ჰესტოზის დროს ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და სისტემის ფუნქციების მოშლა.
ჰესტოზი შეიძლება გაუჩნდეს როგორც რაიმე თანმხლები დაავადებების მქონე ორსულ ქალებს, ისე ჯანმრთელებსაც.  .
დაავადება საშიშია როგორც დედისთვის ისე ნაყოფისთვის.
 
მიზეზები
სამწუხაროდ ჰესტოზის გაჩენის ზუსტი მექანიზმი დაუდგენელია, მის გამომწვევ მიზეზებად ითვლება:
·         ენდოკრინული სისტემის დაავადება (ფარისებრი ჯირკვლის, თრკმელზედა ჯირკვლის და პანკრეასის ფუქციის დარღვევა);
·         თირკმელების დაავადება (გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი);
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება (ორსულობის დროს ჰესტოზი ნათესავებში);
·         სასქესო ორგანოების დაავადებები;
·         გულ-სისხლძარღვთა დაავადებები (არტერიული ჰიპერტენზია);
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         ხშირი სტრესი;
·         მრავალნაყოფიანი ან მსხვილნაყოფიანი ორსულობა.
 
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         სხეულის მასის მკვეთრი ზრდა;
·         არტერიული წნევის მომატება;
·         შარდში ცილების მომატება;
·         სახისა და კიდურების არეში საგრძნობი დასიება (წყალმანკი);
·         მუდმივად წყურვილის შეგრძნება;
·         საშოდან სისხლნარევი გამონადენი;
·         გულის რევა;
·         ძლიერი თავის ტკივილი;
·         მხედველობის დაქვეითება;
·         მეხსიერების დარღვევა;
·         ძილის დარღვევა (უძილობა);
·         საერთო სისუსტე;
·         პერიოდულად გონების დაკარგვა;
·         კრუნჩხვები.
 
დიაგნოსტიკა
ჰესტოზის დიაგნოსტიკას ატარებს მეან-გინეკოლოგი. თავდაპირველად ის ატარებს პაციენტის ჩივილებისა და ანამნეზის ანალიზს, რის შემდეგაც ნიშნავს:
·         სისხლისა და შარდის საერთო ანალიზს;
·         შინაგანი ორგანოებისა და ნაყოფის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ნაყოფის დოპლერომეტრიას.
 
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         შარდმდენ პრეპარატებს;
·         არტერიული წნევის დამწევ პრეპარატებს;
·         სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელ პრეპარატებს;
·         სედატიურ თერაპიას.
 
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული და სწორი მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ნაყოფის არასწორი განვითარება;
·         პლაცენტას ნაადრევი დაყოფა;
·         ნაყოფის კვდომა;
·         ნაადრევი მშობიარობა;
·         ეკლამპსია;
·         გულისა და თირკმლის უკმარისობა;
·         ფილტვების შეშუპება;
·         შინაგანი ორგანოების სისხლდენა.
ეკლამპსია შეიძლება დასრულდეს ლეტალური შედეგით.
 
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         გენეტიკური მიდრეკილების მქონე ქალები;
·         18 წლის ქვევით და 35 წლის ზემოთ ასაკის ქალები.
 
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         მეან-გინეკოლოგთან რეგულარული ვიზიტი (1-ჯერ თვეში 1 ტრიმესტრში, 2 კვირაში 1-ჯერ მე-2 ტიმესტრში, 7 დღეში 1-ჯერ მე-3 ტრიმესტრში);
·         არტერიული წნევის კონტროლი;
·         დაბალანსებული კვების ქონა;
·         ძლიერი ფიზიკური და ფსიქოემოციონალური დატვირთვისთვის თავის არიდება;
·         დღე-ღამის მანძილზე არანაკლებ 9 საათი ძილი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
წინა სტატიაშიმასტიტი
შემდეგი სტატიაჰიპერტონიული კრიზი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ