ცხიმოვანი ჰეპათოზი – ღვიძლის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ღვიძლის უჯრედების პათოლოგიური ცვლილებებით, რის შედეგადაც მათში ხდება ცხიმების დაგროვება.
ცხიმოვანი ჰეპათოზი (ანუ ცხიმოვანი ღვიძლის დაავადება) ღვიძლის ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება ღვიძლის უჯრედების პათოლოგიური ცვლილებებით და ცხიმების დაგროვებით მათში. ეს არის მდგომარეობა, რომლის არასწორი მართვა და უყურადღებობა შეიძლება სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი გახდეს, საჭიროებს დროულ დიაგნოზსა და ეფექტურ მკურნალობას.
ცხიმოვანი ჰეპათოზი: სიმპტომები, მიზეზები და მკურნალობის მეთოდები
მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· ენდოკრინული სისტემის დარღვევა (ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი);
· გასუქება;
· ალკოჰოლიზმი;
· ჰეპატოქსიკური მედიკამენტების ხანგრძლივი მიღება.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· მარჯვენა ნეკნებქვეშ ტკივილი;
· ღებინება;
· მეტეორიზმი;
· ღვიძლის გადიდება.
შეიძლება აღინიშნებოდეს:
· გამონაყარი კანზე;
· მხედველობის გაუარესება;
· გაზრდილი მოთენთილობა;
· თმის ცვენა.
დაავადება საშიშია იმით, რომ შაქრიანი დიაბეტის და ჭარბი წონის პირებში ის შეიძლება უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ჰეპათოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· სისხლის საერთო, ბიოქიმიურ ანალიზს;
· შარდის საერთო ანალიზს;
· კოაგულოგრამას;
· კოპროგრამას;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
· მუცლის ღრუს ორგანოების კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
· ღვიძლის ბიოპსიას;
· ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· ჰეპატოპროტექტორებს;
· იმუნომამოდულირებელ საშუალებებს;
· ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· სამკურნალო დიეტას;
· ფიზიკურ დატვირთვას;
· ძირითადი დაავადების მკურნალობას.
დიეტა
მკურნალობის დროს პაციენტმა უნდა დაიცვას დიეტა და რაციონიდან გამორიცხოს:
· ცხიმიანი ხორცი, თევზი და წვნიანები;
· ცორცის, თევზის, ქათმის ხორცის ცხიმიანი ნაწილი;
· კონსერვები, შებოლილები, მარინადი;
· მარცვლეულ-ბუღრულეული, პური;
· მოხარშული კვერცხი;
· ხილისა და კენკროვანების მჟავე სორტი;
· ხახვი, ისპანახი;
· მდოგვი, წიწაკა;
· ბოლოკი;
· ნაყინი და შოკოლადი;
· კაკაო, მაგარი ყავა;
· გაზიანი სასმელები;
· სპირტიანი სასმელები.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· შინაგანი სისხლდენა;
· ღვიძლის ციროზი;
· ქრონიკული ჰეპატიტი;
· ღვიძლის უკმარისობა;
· ღვიძლისმიერი კომა.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· დაბალანსებული კვება;
· სხეულის მასის კონტროლი;
· კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
· ვირუსული ჰეპატიტების პროფილაქტიკის ჩატარება.