ჰემორაგიული ვასკულიტი (შონლეინ-ჰენოხის პურპურა, რევმატული პურპურა, ალერგიული პურპურა) – სისტემური დაავადება, რომელსაც ახასიათებს წვრილი სისხლძარღვების ანთება.
მიზეზები
დაავადება ჩნდება ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის დარღვევის შედეგად. ჰემორაგიული ვასკულიტის მიზეზებია:
· მწვავე, ქრონიკული ბაქტერიალური ან ვირუსული ხასიათის ინფექციები (გრიპი, აივ-ინფექცია, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
· გენეტიკური მიდრეკილება;
· ორგანიზმის ინტოკსიკაცია ბიოლოგიური საწამლავებით, ქმიური ნივთიერებებით;
· ორგანიზმის ძლიერი გდახურება, ან პირიქით – გადაციება;
· მწერების ნაკბენი;
· ზოგიერთ ვაქცინაზე ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია;
· კანის თერმული დაზიანება (მზის დამწვრობა).
ჰემორაგიული ვასკულიტის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· ამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე;
· სახსრების ტკივილი (განსაკუთრებით ფეხების);
· სახსრების შესიება და ჰიპერემია;
· შეტევის მსგავსი ტკივილი მუცლის არეში;
· ღებინება და დიარეა სისხლის თანხლებით;
· კანის საფარის სიფერმკრთალე ან მოლურჯო ფერი;
· სახის დასიება;
· სისხლიანი შარდი;
· არტერიული წნევის აწევა.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-რევმატოლოგი. მკურნალობის ფორმის დასადგენად ინიშნება:
· სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
· შარდის ანალიზი;
· კალას ანალიზი;
· იმუნოლოგიური გამოკვლევა;
· კანის ბიოპსია;
· მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
შესაძლოა საჭირო გახდეს ჰემატოლოგის კონსულტაცია.
ჰემორაგიული ვასკულიტის მკურნალობა
მკურნალობის პროცესი მოიცავს:
· გლუკოკორტიკოიდებს;
· ციტოსტატიკებს;
· პლაზმოფარეზს;
· ჰემოსორბციას;
· არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
დიეტა
მკურნალობის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ყველა ის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა (შოკოლადი, ციტრუსი, ზღვის პროდუქტი, ქათამი, კვერცხი, თაფლი, თხილი) რეკომენდირებულია მხოლოდ მოხარშული პროდუქტის ჭამა.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
· თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა;
· ფილტვისმიერი სისხლდენა;
· მუცლის ღრუს აბსცესი;
· პოლინეიროპათია;
· ნაწლავის ინვაგინაცია.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· გადაციება-გადახურებისგან თავის დაცვა;
· ქრონიკული და მწვავე ინფექციების კერების რეგულარული სანაცია;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· ფიზიკური დატვირთვის კონტროლი.