წყალნაკლებობა

0
24

წყალნაკლებობა – ორსულობის დროს წარმოადგენს პრობლემას, რომელიც მოწმობს გარკვეული პათოლოგიების არსებობას ნაყოფის ტარების პერიოდში. პრობლემას შეუძლია გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გართულებები. წყალნაკლებობა ამ შემთხვევაში გულისხმობს ნაყოფის გარშემო სანაყოფე წყლების – ამნიოტური სითხის, არასაკმარის რაოდენობას, რომელიც რეალურად წარმოადგენს ნაყოფის კვების მთავარ წყაროს და ბავშვის დამცავ საფარს ინფექციებისა და სხვა დაავადებებისგან.  
ამნიოტური სითხის რაოდენობა დამოკიდებულია ორსულობის პერიოდზე. მაგალითად ფეხმძიმობის მე-3 ტრიმესტრში სითხის რაოდენობა უნდა შეადგენდეს 1000-1500 მლ-ს.
 
მიზეზები
სანაყოფე წყლების უკმარისობის გამომწვევი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, მაგრამ ეს შეიძლება იყოს:

ნაყოფის ანომალიური განვითარება;
ეპითელიუმის არასაკმარისი განვითარება;
ფეხმძიმობისას მაღალი არტერიული წნევა;
გადატანილი ან უყურადღებოდ დატოვებული ბაქტერიული დაავადებები;
მრავალნაყოფიანი ფეხმძიმობა;
ქალის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, მაგალითად სიმსუქნის გამო. 

 
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:

მუცლის ტკივილი, რომელიც მწვავდება ბავშვის მოძრაობისას;
საშვილოსნოს ზომის დარღვევა, რომელიც არ შეეფერება ფეხმძიმობის ვადებს;
ფეხმძიმობის პერიოდისთვის შეუფერებელი მუცლის გარშემოწერილობა;
ფეხმძიმეს საერთო მდგომარეობის გაუარესება;
არტერიული წნევის აწევა. 

 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:

გინეკოლოგიური დათვალიერება;
საშვილოსნოს ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
დოპლეროგრაფიის ჩატარება;
საშვილოსნოს ანალიზი ბაქტერიებზე და სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე;
ნაყოფის კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც საშუალებას იძლევა დადგინდეს ბავშვის მდგომარეობა;
აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტის სტაციონარში მოთავსება. 

 
მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ ექიმი-გინეკოლოგი ადგენს შესაბამისი მკურნალობის მეთოდებს. მკურნალობის პროცესი მოიცავს პირველ რიგში პლაცენტის მუშაობის დამარეგულირებელი მედიკამენტების მიღებას და სხვა რეკომენდაციებს:

კვების მკაცრი რეჟიმის დაცვას;
სამოძრაო აქტივობის შეზღუდვას;
ფეხმძიმეს ათავსებენ სტაციონარში ან მკურნალობას ატარებენ ამბოლატორიულად;
ყოველკვირეული ულტრა-ბგერითი გამოკვლევა, დოპლეროგრაფია, ნაყოფის რიგგარეშე კომპიუტერული ტომოგრაფია, რაც საშუალებას იძლევა გაკონტროლდეს დედისა და ბავშვის მდგომარეობა;
თუ სანაყოფე წყლების სიმცირე საფრთხეს წარმოადგენს ნაყოფისთვის, სპეციალისტმა შეიძლება დანიშნოს დაჩქარებული მშობიარობისთვის საკეისრო კვეთა, რა თმქა უნდა თუ ამის საშუალებას იძლევა ფეხმძიმობის ვადები.

 
საშიშროება
დაავადების უყურადღებოდ დატოვება იწვევს ნაყოფის სერიოზულ ფიზიკურ დაზიანებებს.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

ბაქტერიებისა და დაავადებების მკურნალობა, რომელბიც გადადის სქესობრივი გზით – აღნიშნული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს დაფეხმძიმებამდე;
დედას უნდა ჰქონდეს ჯანსაღი ცხოვრების წესი;
დაფეხმძიმებამდე საშვილოსნოს და სასქესო ორგანოების დაავადებების მკურნალობა;
სრულფასოვანი და ჯანსაღი კვება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ