წითელი ბრტყელი ლიქენი ვლინდება ლორწოვან გარსზე, ტერფებზე, მხრების შიდა ნაწილზე, ფრჩხილებზე

0
117

წითელი ბრტყელი ლიქენი – წარმოადგენს კანის ქრონიკულ დაავადებას, რომელიც ვლინდება ლორწოვან გარსზე, ტერფებზე, მხრების შიდა ნაწილზე, ფრჩხილებზე.
ბავშვებსა და დიდებში ლიქენი ვლინდება პატარა პაპულების სახით. აღნიშნული დერმატოლოგიური დაავადების სიხშირე შეადგენს 1%-ს. ეს დაავადება არ არის გადამდები, რადგან მემკვიდრეობით გადაეცემა.

მიზეზები
დაავადებას იწვევს:
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
·         სუსტი იმუნიტეტი;
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         პირის ლორწოვანი გარსის ტრავმები;
·         გადატანილი ნერვულ-ფსიქიური დაზიანებები;
·         პირადი ჰიგიენის ნორმების დარღვევა.

სიმპტომები
დაავადების დამაახასიათებელი სიმპტომებია:
·         კანის სხვადასხვა ადგილზე გამონაყარი;
·         ქავილი გამონაყარის ადგილას და მთელ სხეულზე;
·         კანის ნებისმიერი დაზიანების ადგილას გამონაყარის გაჩენა;
·         გამონაყარის ზომა აღწევს 1სმ-ს;
·         გამონაყარი იფარება ქავილისგან გამომშრალი კანით და ხდება უხეში;
·         დროთა განმავლობაში დაზიანებული კანის ადგილი ხდება მოყვითალო-მოიასამნისფრო ფერის;
·         მორჩენის შემდეგ დაავადება ტოვებს მოყვისფრო ლაქებს კანზე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
·         დერმატოლოგთან ვიზიტი, რომელიც გარეგნულად დაათვალიერებს პაციენტს, დანიშნავს რიგ გამოკვლევებს და ანალიზებს, ასევე განსაზღვრავს დაავადების მკურნალობის მეთოდებს;
·         კანის ბიოპსია;
·         სისხლის ანალიზი.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობაში შედის:
·         ინფექციის კერების სანაცია;
·         აღნიშნული დაავადების გამომწვევი ნივთიერებათა ცვლის, იმუნოლოგიური და სხვა პრობელმების აღმოფხვრა;
·         ანტიბიოტიკების კურსი – დაავადების პროგრესირებისას;
·         ბრომის, კატაბალახას, ტრანკვილიზატორების, С, В6, В12, В15, А, Е ჯგუფის ვიტამინების მიღება;
·         ანაბოლიური საშუალებების მიღება;
·         კანზე ქავილის მომხსნელი საშუალებები;
·         კრიოდესტრუქცია;
·         რადონის და გოგირდწყალბადის აბანოები სანატორიულ-საკურორტო დაწესებულებებში.
დაავადების მკურნალობა საჭიროა კომპლექსურად, იმ მიზეზების აღმოფხვრით, რამაც მოახდინა მისი პროვოცირება. მკურნალობის მეთოდი უნდა განსაზღვროს დერმატოლოგმა.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში პაციენტს შეექმნება ძლიერი დისკომფორტი, დაუქვეითდება იმუნიტეტი და შესაძლოა ძლიერ დაუზიანდეს კანის საფარი.

პროფილაქტიკა
ქრონიკული ფორმის მქონე პაციენტებს ვურჩევთ წელიწადში ერთხელ გაიარონ პროფილაქტიკური სამკურნალო კურსი სანატორიუმებში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ