ცელულიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ცხიმის აქოვილებში გაჭედვა, რაც იწვევს ქსოვილის დისტროფიას.
მიზეზები
· ცელულიტი თეძოებსა და დუნდულებზე ჩნდება – ვენოზური სისხლის მიმოქცევის, ლიმფური დრენაჟის დარღვევის, ზედმეტი ცხიმიანობის გამო;
· ცელულიტი მუცელზე ჩნდება – ლიმფური და საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციის დარღვევის გამო;
· ცელულიტი ყელზე ჩნდება – ძვლებისა და კუნთების დაავადებების განვითარების გამო.
საერთო ფაქტორები:
· გასუქება;
· ნივთიერებათა ცვლის დარღვევა;
· ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
· ორგანიზმის დაბერება;
· არასწორი კვება;
· მოწევა;
· მთელი რიგი პრეპარატების მიღება.
სიმპტომები
· კანის რელიეფის შეცვლა;
· დაზიანებულ ადგილებში კანი ცივია;
· დაზიანების დროს კანი იფარება ყვითელი ლაქებით.
დიაგნოსტიკა
ცელულიტის დიაგნოსტიკას ატარებს კოსმეტოლოგი, რისთვისაც საკმარისია საერთო დათვალიერება. დამატებით შესაძლოა საჭირო გახდეს:
· კონტაქტური თერმოგრაფია;
· პლიკომეტრია.
მკურნალობა
· მასაჟისტთან ვიზიტი;
· სახვევები;
· ვაკუუმ-მასაჟი;
· ენდერმოლოგია;
· ულტრა-ბგერითი თერაპია;
· მიკროშოკური თერაპია;
· პრესოთერაპია;
· მეზოთერაპია;
· ელექტროლიპოზი;
· სამკურნალო ფიზკურლტურა;
· სამკურნალო აბაზანები;
· ოპერატიული ჩარევა.
დიეტა
მკურნალობისას საჭიროა დიეტის დაცვა, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
· ცხოველურ ცხიმებს, ცხიმიან ხორცს;
· ძეხვს და შებოლილ ნაწარმს;
· შემწვარ საკვებს;
· ნახევარფაბრიკატებს და კონსერვებს;
· ყავას, შავ ჩაის და შოკოლადს;
· სპირტიან სასმელს;
· ტკბილეულს;
· მარგარინს;
· საკვებ დანამატებს;
· მარინადს და მწნილეულს.
პროფილაქტიკა
· დაბალანსებული კვება;
· რეგულარული ფიზიკური ვარჯიში;
· მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
· ვიწრო, შემაწუხებელი სამოსის ტარებაზე უარის თქმა.