ყურადღების და ჰიპერაქტივობის დეფიციტის სინდრომი

0
153

ყურადღების და ჰიპერაქტივობის დეფიციტის სინდრომი – ნევროლოგიურ-ქცევითი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნორმალური განვითარების მოშლა.
 
მიზეზები
ზუსტი მიზეზები დაუდგენელია, თუმცა ვარაუდობენ, რომ ეს შეიძლება იყოს:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         ნეირონების ბალანსის დარღვევა;
·         უარყოფითი გარემო;
·         სამშობიარო ტრავმები;
·         დედის მიერ ფეხმძიმობისას გადატანილი ტრავმები, ინფექციური დაავადებები;
·         ახალშობილობის პერიოდში მაღალი ტემპერატურების გადატანა.
 
სიმპტომები
·         ყურადღების დაქვეითება;
·         სასკოლო პროგრამის ათვისები სპრებლემა;
·         საუბრისას კონცენტრაციის არქონა;
·         უგუნებობა;
·         გულმავიწყობა;
·         ზედმეტი მოძრაობა;
·         მოუსვენრობა;
·         იმპულსურობა;
·         გაღიზიანებადობა;
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ფსიქოლოგი, რისთვისაც საჭიროა: პაციენტთან გასაუბრება, მიზეზების დადგენა, სპეციალური ფსიქოლოგიური ტესტების ჩატარება.
 
მკურნალობა
·         ფსიქოაქტიური პრეპარატები;
·         ანტიდეპრესანტები;
·         ვიტამინოთერაპია;
·         ფსიქოლოგთან ვიზიტი.
 
საშიშროება
დაავადების დროული მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში გართულება შეიძლება გახდეს ბავშვის გონებრივი ჩამორჩენა.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ოჯახური კონფლიქტის წარმოქმნისას ფსიქოლოგთან ვიზიტი;
·         ყურადღების განვითარებისთვის ბავშვისთვის თამაშების ჩატარება ადრეული ასაკიდანვე;
·         ფეხმძიმობის დროს სიფრთხილის გამოჩენა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ