ღორის გრიპი

0
22

ღორის გპირი – მწვავე დაავადება, რომელიც გამოწვეულია  А გრიპის პანდიემური ვირუსით (H1N1). ეს დაავადება ღორისგან გადაეცემა ადამიანს და ახასიათებს სწრაფი გავრცელება.
 
მიზეზები
დაავადების მექანიზმები შემდეგია:
·         აეროგენური;
·         კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო.
 
სიმპტომები
·         მაღალი ტემპერატურა 38-39°С-მდე;
·         საერთო სისუსტე;
·         კუნთების ტკივილი;
·         გულის რევა, ღებინება;
·         ტანში ტეხვა;
·         მოთენთილობა;
·         მადის არქონა;
·         ციებ-ცხელება;
·         მშრალი ხველა;
·         ხუთვის შეგრძნება;
·         ფილტვების ანთების განვითარება ადრეულ სტადიაზე;
·         საკვების მონელების დარღვევა. 
 
დიაგნოსტიკა
·         თერაპევტისა და ინფექიონისტის კონსულტაცია;
·         ხვირ-ხახის ლორწოვანის პჯრ-დიაგნოსტიკა ვირუს А (H1N1)-ის გამოსავლენად;
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         ცხვირ-ხახის ლორწოვანი ნაცხის ვირუსოლოგიური გამოკვლევა.
 
მკურნალობა
·         დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში აუცილებელია ჰოსპიტალიზაცია;
·         პირბადის ტარება (ყოველ 4 სთ-ში გამოცვლა);
·         საკვებად А, В, С ვიტამინების მაღალი დოზის შემცველობის პროდუქტის გამოყენება;
·         მედიკამენტური თერაპია;
·         ინფუზიური სადეზინტოსიკაციო თერაპია;
·         სრულფასოვანი კვება;
·         სიმშვიდე. 
 
საშიშროება
ღორის გრიპი – საშიში დაავადებაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი. განსაკუთრებით საშიშია ის ფეხმძიმე ქალებისთვის.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         პირადი ჰიგიენის წესების დაცვა;
·         დაინფიცირებულ ადამიანებთან კონტატისგან თავის შეკავება;
·         უცნობებთან ახლო კონტაქტისგან თავის შეკავება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi
წინა სტატიაშიქონდრომა
შემდეგი სტატიაჩირქოვანი ოტიტი
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ