ქოლერა

0
272

ქოლერა – ნაწლავის მწვავე დაავადება, რომელიც გამოწვეულია ინფექციით. დაავადება აქტიურდება ზაფხულის პერიოდში.
 
მიზეზები
·         ბაქტერიებით დაავადებული პროდუქტებისა და წყლის გამოყენება;
·         დაინფიცირებულ წყალსაცავებში ბანაობა;
·         დაინფიცირებული საგნების გამოყენება.
 
სიმპტომები
·         დიარეა;
·         დეფეკაციის ხშირი მოთხოვნა;
·         ღებინება;
·         ორგანიზმის გაუწყლოება;
·         ტემპერატურის დაცემა 34,5 გრადუსამდე;
·         საერთო სისუსტე;
·         წყურვილი;
·         კუნთების კრუნჩხვები;
·         ტაქიკარდია;
·         კანის სიმშრალე;
·         თავბრუსხვევა;
·         არტერიული ჰიპოტენზია;
·         ხმის ჩახლეჩვა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ინფექციონისტი, რისთვისაც საჭიროა:
·         ნაღებინები მასისა და კალას გამოკვლევა;
·         სეროლოგიური გამოკვლევა;
·         მიკროაგლუტინაცია, ვიბრიონების იმობილიზაცია.
 
მკურნალობა
·         რეჰიდრატაციული პროცედურები;
·         პოლიონური ხსნარების შეყვანა;
·         ანტიბიოტიკები.
 
დიეტა
დაავადების მკურნალობისას საჭიროა დავიცვათ დიეტა №4, რომელიც რაციონიდან გამორიცხავს:
·         ფქვილის და ცომეულის ნაწარმს;
·         თევზის, ქათმის და საქონლის ცხიმიან ხორცს;
·         კონსერვებს, შებოლილებს;
·         კვერცხს;
·         ცხიმებს;
·         ბოსტნეულს;
·         მსუყე წვნიანებს;
·         კენკრას, ხილს;
·         ტკბილეულს, თაფლს;
·         ყავას, კაკაოს;
·         გაზიან სასმელებს, ბურახს;
·         სპირტიან სასმელებს.
 
საშიშროება
·         პნევმონია;
·         თრომბოფლებიტი;
·         ჩირქოვანი ანთებითი პროცესები;
·         ნაწლავის იშემია;
·         მიოკარდის ინფარქტი;
·         ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
 
პროფილაქტიკა
·         სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
·         გადადუღებული წყლის გამოყენება;
·         დაავადებულ ადამიანთან კონტაქტის შეზღუდვა;
·         წყლის წყაროების მდგომარეობის გამოკვლევა;
·         საკანალიზაციო ნარჩენების დროული გაწმენდა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ