ქლამიდოზი

0
164

ქლამიდოზი – გავრცელებული დაავადება, რომელიც გადაედება სქესობრვი გზით. დაავადება გვხვდება მოსახლეობის 5-15%-ში, რომელბსაც აქტიური სქესობრივი ცხოვრება აქვთ.
 
მიზეზები
·         სქესობრივი კონტაქტისას დაავადება;
·         ნაყოფისთვის ტრანსპლაცენტარული გადაცემა;
·         დაავადებული დედის სასქესო ორგანოებიდან დაბადებისას ბავშვის დაავადება;
·         პირადი ჰიგიენის ნივთებით გადაცემა.
 
სიმპტომები
·         ურეტრადან და საშოდან სეროზული ან ჩირქოვანი გამონადენი;
·         ტკივილი შარდვისას;
·         შარდსადინარიდან ჩირქოვანი გამონადენი;
·         ნაადრევი მშობიარობა ან მუცლის მოშლა.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         ნაცხის მიკროსკოპია;
·         გამაღიზიანებელის გამოვლენა იმუნოფლურესციტული და იმუნოფერმენტული მეთოდით;
·         პჯრ რეაქცია;
·         კულტურალური მეთოდი;
·         სეროლოგიური რეაქციები.
 
მკურნალობა
დაავადების მკურნალობას ადგენს გინეკოლოგი და უროლოგი, რაც მოიცავს:
·         სექსუალური კონტაქტისგან თავის შეკავებას;
·         მაკროლიდებისა და ფტორქინოლონების სისტემურ ანტიბიოტიკოთერაპიას;
·         ანტიბაქტერიულ პრეპარატებს;
·         სისტემური და ადგილობრივი იმუნომამოდულირებელ თერაპიას;
·         ორივე პარტნიორის მკურნალობას;
·         ფიზიოთერაპიულ ზემოქმედებას.
 
დიეტა
·         ალკოჰოლზე უარის თქმა;
·         რძის პროდუქტების რაოდენობის შეზღუდვა რაციონში.
 
საშიშროება
ყველზე დიდ საშიშროებას წარმოადგენს პათოგენური მიკროორგანიზმების გავრცელების საშიშორება. შესაძლოა განვითარდეს უნაყოფობაც.
 
რისკის ჯგუფი
·         მოუწესრიგებელი სქესობრივი ცხოვრების მქონე პირები;
·         დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები;
·         ორალური კონტრაცეპტივების მომხმარებლები.
 
პროფილაქტიკა
·         შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის შეკავება;
·         გინეკოლოგთან და უროლოგთან რეგულარულად ვიზიტი და საჭიროებისას ანალიზების ჩაბარება;
·         ფეხმძიმეებში ინფექციური დაავადების თერაპიის ჩატარება;
·         კონტრაცეპციული საშუალებების გამოყენება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ