ქათმის სიბრმავე – მხედველობის არე ვიწროვდება, ძირითადი ფერების გარჩევა რთულდება

0
87

ქათმის სიბრმავე – წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროს პაციენტს არ შეუძლია დაინახოს ბინდში ან არასაკმარისად განათებულ სივრცეში. თვალები შუქის მიმართ ნაკლებად მგრძნობიარენი არიან. მხედველობის არე ვიწროვდება, ძირითადი ფერების გარჩევა რთულდება. ბავშვებში დაავადების დიაგნოსტირება ხდება 3 წლის ასაკში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         ორგანიზმში А ვიტამინის ნაკლებობა;
·         ანემია;
·         ღვიძლის არასწორი მუშაობა;
·         ორგანიზმის გამოშრობა;
·         გენეტიკა;
·         მხედველობის ორგანოს დაავადებების არსებობა;
·         როდოპსინის პიგმენტის უკმარისობა თვალის ბადურაში.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შედმეგი სახის სიმპტომები:
·         არასაკმარისი განათების დროს მხედველობის სულ უფრო დაქვეითება;
·         მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება;
·         სიბნელეში თვალის ბადურის მგრძნობელობა;
·         ფერების გარჩევის უნარის დაკარგვა;
·         მხედველობის არეში წერტილების გაჩენა;
·         სივრცეში ორიენტაციის გაუარესება;
·         კონიუქტივიტი;
·         თვალის ლორწოვანის სიმშრალე;
·         თვალების ტკივილი;
·         თმის მტვრევა და ცვენა;
·         წყლულების გაჩენა რქოვანაზე.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას სჭირდება:
·         ოფთალმოლოგის მხრიდან კომპლექსური დათვალიერება;
·         სპეციალურ აპარატზე შემოწმების გავლა, რომლის საშუალებით ხდება თვალის ბადურის ანომალიების დადგენა;
·         სისხლის ანალიზი;
·         დაზიანებული თვალის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         დიეტოთერაპიას;
·         ვიტამინოთერაპიას.
თუ დაავდება თანდაყოლილია ინიშნება დაბალანსებული კვება, გარდა ამისა, აქტუალურია შემდეგი ქმედებები:
·         ქირურგიული ჩარევა;
·         ლაზერული თერაპია;
·         თვალის დაავადებების მკურნალობა, რომლებიც იწვევენ ქათმის სიბრმავეს.

საშიშროება
კომპლექსური მკურნალობის გარეშე და А ვიტამინის ნაკლებობით შესაძლოა განვითარდეს გართულებები, დაირღვეს პერიფერიული მხედველობა. სრულფასოვანი მკურნალობის დროს შედეგი დადებითია.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         საკვებად А ვიტამინით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
·         ოფთალმოლოგის რეგულარული კონსულტაცია;
·         მხედველობის პრობლემების დროული და საფუძვლიანი მკურნალობა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ