ფსორიაზი – არაინფექციური ქრონიკული დაავადება, რომელიც აზიანებს კანის საფარს.
ფსორიაზი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომლის მსუბუქი თუ მწვავე ფორმები მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2-3%-ს მაინც გამოუცდია. ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ არის, თუმცა პაციენტებს დიდ დისკომფორტს უქმნის და მნიშვნელოვნად აუარესებს მათი ცხოვრების ხარისხს. გარდა ამისა, საფუძვლის არარსებობის მიუხედავად, საზოგადოების ნაწილს სჯერა, რომ დაავადება გადამდებია. შესაბამისად, ფსორიაზით დაავადებულთა მიმართ ჯერ კიდევ ძლიერია სტიგმა.
დაავადების წარმოშობის კონკრეტული მიზეზები დადგენილი არ არის, თუმცა ექიმები თვლიან, რომ ეს შეიძლება იყოს:
· სტრესი, ნეგატიური ემოციური მდგომარეობა;
· ენდოკრინული პათოლოგიები;
· მემკვიდრეობა;
· იმუნური სისტემის დაქვეითება.
რა იწვევს დაავადებას და როგორია მისი რისკ-ფაქტორები?
მართალია, ჩვენთვის ფსორიაზის გამომწვევი ზუსტი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სპეციალისტები გამოყოფენ რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც მისი განვითარების რისკს მნიშვნელოვნად ზრდის. ესენია:
- გენეტიკური წინასწარგანწყობა – დაავადების მქონე პაციენტთა სამედიცინო ისტორიის შესწავლის შემდეგ დადგინდა, რომ გენეტიკა მის განვითარებაში საკმაოდ დიდ როლს ასრულებს. შემთხვევათა 60-70% სწორედ გენეტიკით არის განპირობებული.
- გარემო ფაქტორები – მისი პროვოცირება შეიძლება მოახდინოს ამინდისა და კლიმატური პირობების ცვლილებამ.
- სტრესი – ძლიერი სტრესი და შფოთვები შეიძლება დაავადების გამომწვევ მიზეზად იქცეს. ასევე, ადამიანები, რომელთაც აქვთ ფსიქიკური პრობლემები ფსორიაზის განვითარების რისკ-ჯგუფში შედიან.
- ასაკი – მცირეწლოვან ბავშვებში ის იშვიათად ვითარდება, ის უმეტესად 15-30 წლის ასაკში იჩენს ხოლმე თავს.
- ინფექციები – ბაქტერიითა თუ ვირუსით გამოწვეული ინფექციები ფსორიაზის განვითარების ერთ-ერთი რისკ-ფაქტორია.
- კანის დაზიანება ან ტრავმა – განაკაწრმა, ჭრილობამ, დამწვრობამ ან რაიმე სახის ტრავმამ შეიძლება დაავადების პროვოცირება მოახდინოს.
- მედიკამენტები – გარკვეული პრეპარატები ფსორიაზის კიდევ ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. ეს შეიძლება იყოს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული მედიკამენტები, ბეტა-ბლოკატორები, ლითიუმისა და ანტიმალარიული პრეპარატები და სხვა.
- ალკოჰოლი და თამბაქო – მწეველობა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება ზოგჯერ ფსორიაზის განვითარებასა და გამწვავებასთან უწყობს ხელს.
- ჰორმონალური ცვლილებები – პუბერტატის, ორსულობისა და მენოპაუზის პერიოდში, შესაძლოა, მისი პროვოცირება მოხდეს.
სიმპტომები
· ფრჩხილი იფარება ნანემსარის ტიპის ლაქებით;
· ფრჩხილი იცვლის ფერს, დაავადება ჰგავს სოკოვან დაავადებას.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რისთვისაც ის ახდენს პაციენტის საერთო დათვალიერებას, კანისა და ფრჩხილების მდგომარეობის შემოწმებას, დაავადებული კერების შესწავლას.
მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
· საერთო თერაპიას;
· ადგილობრივ თერაპიას;
· ფიზიოთერაპიას.
დიეტა
გამწვავებული ფსორიაზისას დაშვებულია შემდეგი პროდუქტების მიღება:
· ხილი;
· ხილის წვენი;
· ბოსტნეული;
· მწვანილი;
· კენკრა;
· უცხიმო ხორცი – დღეში 200 გრ;
· ნებისმიერი სახეობის თხილი;
· უცხიმო თევზი;
· რძის პროდუქტები;
· ჭვავის პური;
· ზღვის კომბოსტო.
პაციენტმა არ უნდა მიიღოს:
· შებოლილი პროდუქტი;
· წითელი თევზი;
· ცხოველური ცხიმები;
· კვერცხი;
· ღორისა და იხვის ხორცი;
· ცომეული.
საშიშროება
ფსორიაზი სერიოზული, მაგრამ არა სასიკვდილოა. ის ადაბლებს ცხოვრების ხარისხს, რადგან მისით დაზიანებული კანი და ფრჩხილები საკმაოდ უსიამოვნოდ გამოიყურება. დაავადების სრულად განკურნება შეუძლებელია – ის ქრონიკული დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელიც მუდმივად „მიძინებულ“ მდგომარეობაში უნდა ვამყოფოთ.
რისკის ჯგუფი
· კანის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
· კანის ტრავმების მქონე პირები;
· ცენტრალური ნერვული და ვეგეტატიური სისტემების დარღვევების მქონე პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· კანის დატენიანება;
· ცივ და მშრალ შენობებში დიდხან ყოფნისგან თავის შეკავება;
· ლიტიების და ბეტა-ბლოკატორების მიღებისგან თავის შეკავება.
როგორ ხდება ფსორიაზის დიაგნოსტიკა?
ფსორიაზის დიაგნოზი ემყარება კლინიკურ ნიშნებს, მორფოლოგიური ელემენტების ტიპურ ლოკალიზაციას და სხვა. ფსორიაზზე ეჭვს ადასტურებს ე.წ. ფსორიაზული ტრიადა:
- პირველ ეტაპზე მოვფხეკთ ფსორიაზულ წითელ პაპულას, რომელზეც ქერცლი არ შეინიშნება. რაც უფრო მეტად მოვფხეკთ მას, მით უფრო სქელი ქერცლით დაიფარება;
- ქერცლის მოფხეკას რომ გავაგრძელებთ, გამოჩნდება აპკით დაფარული პაპულა. ამას ფსორიაზული აპკის ფენომენს ვუწოდებთ;
- აპკის მოცილებისას გამოჟონავს სისხლი, რაც მედიცინაში წერტილოვანი სისხლდენის ფენომენის სახელწოდებით არის ცნობილი.
იშვიათად შემთხვევაში, ბიოფსიასაც მიმართავენ.
ყელიდან ნაცხის აღება β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკებისთვის შესაძლოა დაგვჭირდეს წვეთისებრი ფსორიაზის დროს.
რადიოლოგია და რევმატოიდული ფაქტორების განსაზღვრა გვეხმარება ართრიტის შესაფასებლად.
ედს-ის განსაზღვრა – მომატებულია პუსტულარული და ერითომატოზული ფსორიაზის დროს;
შარდმჟავას განსაზღვრა – მომატებულია პუსტულარული ფსორიაზის დროს.
გვხვდება თუ არა ფსორიაზი ბავშვებში?
ფსორიაზი შესაძლოა გამოვლინდეს, ნებისმიერი სქესისა და ასაკის პაციენტებში. თუმცა, დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება 15-30 წლის ასაკში.
ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება ფსორიაზზე. ის არ არის გადამდები დაავადება! ფსორიაზი არ არის განაჩენი. თანამედროვე მედიცინის წყალობით, შესაძლებელია მისი მართვა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.