ტოქსიკოდერმია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის საფარის მარტივი ტოქსიკო-ალერგიული ანთებითი პროცესი.
მიზეზები
დაავადება ჩნდება ალერგენის ზემოქმედებით, რომელიც კანში აღწევს ჰემატოგენური გზით.
სიმპტომები
კანზე გამონაყარი;
გენიტალიის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსისა და ტუჩების დაზიანება;
გამონაყარი ქავილი, წვა და ტკივილი.
ზოგადი სიმპტომები
საერთო მოთენთილობა;
უძილობა;
გაღიზიანება;
სხეულის ტემპერატურის აწევა;
სახსრების ტკივილი.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს დერმატოლოგი, რომელიც საერთო ჩივილების გარკვევისა და ანამნეზის აღების შემდეგ ნიშნავს:
გამონადენის ბაქტ-დათესთვას;
ნაცხების მიკროსკოპიას;
კანის ნაცვეთის ანალიზს;
ტესტს სიფილისზე;
სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;
კოაგულოგრამას.
შესაძლოა საჭირო იყოს კარდიოლოგის, გასტროენტეროლოგის, ნეფროლოგის კონსულტაცია და დამატებით შემდეგი ღონისძიებები:
ელექტროკარდიოგრამა;
ექოკარდიოგრამა;
მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
თირკმელების ულტრა-ბგერითი ან კომპიუტერული გამოკვლევა.
მკურნალობა
ანტიჰისტამინური პრეპარატები;
მადენსესიბილიზებელი პრეპარატები;
შარდმდენი პრეპარატები;
სისხლის გაწმენდა;
გლუკოკორტიკოსტეროიდები;
ანთების და ქავილის საწინააღმდეგო მალამოები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
ერთი და იგივე პრეპარატების ხანგრძლივად მიღებისგან თავის შეკავება;
პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით;
პრეპარატების აუტანლობის დროული დადგენა.